შპს „ჩირინას“ მიზანია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, წარმოადგენდეს ლიდერ კომპანიას ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთანაზობს მაღალი ხარისხის, უვნებელ როგორც ფრინველის (ქათმის) ხორცს, ასევე საინკუბაციო და არასტანდარტულ სასურსათო კვერცხს. მეფრინველეობის გარდა ვმუშაობთ მებაღეობის მიმართულებითაც, კერძოდ კი ვაშლის წარმოების კუთხით. სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების გარდა მომხმარებელს ვთავაზობთ ვეტერინარულ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიულ მომსახურებას.
უვნებელი და ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად აუცილებელია წარმოების ყველა რგოლის ეფექტური მუშაობა, რის ერთ-ერთ გარანტსაც წარმოადგენს კომპანიაში დანერგილი სურსათის უვნებლობის სისტემა. აღნიშნულის გაუმჯობესებისთვის მიმდინარეობს ყოველწლიური მუშაობა. საქმიანობის სრულყოფის მიზნით კომპანიაში მუდმივ რეჟიმში კონტროლდება როგორც ვეტერინარული, ასევე ლაბორატორიული მიმართულებით წარმოების ყველა ეტაპი, ფრინველის მიღებიდან დაწყებული, მისი დამუშავებისა და შემდგომ რეალიზაციის ჩათვლით. წარმოების ხარისხის კონტროლთან ერთად ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ადამიანური რესურსების სწორი მართვა და მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება. სწორედ ადამიანია უმთავრესი გარანტი, როგორც შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზრდის, ასევე კომპანიის განვითარების.
ჩვენი ხედვა სურსათის უვნებლობასთან მიმართებაში არის შემდეგი:
საერთაშორისო და ადგილობრივ საკანონმდებლო მოთხოვნებთან პროცესებისა და პროდუქტის შესაბამისობის უზრუნველყოფიდან გამომდინარე ჩვენს მიზნებს წარმოადგენს:
მომხმარებელზე ორიენტირება, დახვეწილი ბიზნეს პროცესები, თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარები, კვალიფიციური კადრები, პროდუქტის ხარისხის კონტროლი - წარმოადგენს შპს „ჩირინას“ მთავარ სიძლიერესა და წარმატების გარანტს.