ჩვენი კომპანია
ბიუ-ბიუ-ს მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. ჩვენი კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას გვაძლევს სრულად ვაკონტროლოთ ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე - ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციითა და რეალიზაციით დამთავრებული.

ISO სტანდარტი
კომპანია „ჩირინას“ დაწყებული აქვს HACCP-ის კონცეფციით ISO 22000 სერტიფიცირების პროცესი, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული ხარისხის მართვის სისტემა ინერგება. ეს თავის მხრივ საუკეთესო საბოლოო პროდუქტის გარანტიაა.
ჩვენი უპირატესობები
- "ჩირინა" ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიაა, რომელიც ხარისხს წარმოების ყველა ეტაპზე აკონტროლებს.
- ბიუბიუს ფრინველი ქართულ მიწაზე მოყვანილი ნედლეულით იკვებება.
- მარცვლეული წარმოებაში გაშვებამდე ლაბორატორიულად სრულყოფილად მოწმდება.
- კომბინირებული საკვების ქარხანაში, ყოველგვარი ჰორმონული და გენმოდიფიციდრებული დანამატების გარეშე, მზადდება სრულფასოვანი გრანულირებული საკვები, რომლითაც ჩვენი ფრინველი იკვებება.
- ინკუბატორში დანერგილი თანამედროვე სისტემა, უზრუნველყოფს წიწილის ემბრიონის სათანადო განვითარებას.
- ფერმებში ყველა პროცესი ავტომატიზებულია. ფრინველი იზრდება სუფთა, ჯანსაღ გარემოში.
- ხორცის დამუშავების პროცესი, ადამიანის მინიმალური ჩართულობით, უმაღლესი სტანდარტის საწარმოო ხაზზე მიმდინარეობს, რის შედეგადაც ვიღებთ იდეალურად გასუფთავებულ ქათამს კრიალა კანით.
- ჰაერით გაციების ტექნოლოგიის წყალობით პროდუქტი სრულიად მშრალია და მომხმარებელს გაყინულ წყალში ფულის გადახდა არ უწევს.
- კომპანია ზრუნავს გარემოზე. ამუშავებს ნარჩენებს და არ აბინძურებს ბუნებას.
- მოწესრიგებული სადისტრიბუციო ქსელი უზრუნველყოფს ბიუბიუს პროდუქციის ყველა სავაჭრო ობიექტზე უსაფრთხოდ მიტანას.