ბიუ-ბიუ-ს მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. ჩვენი კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული,რაც საშუალებას გვაძლევს სრულად ვაკონტროლოთ ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე - ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციითა და რეალიზაციით დამთავრებული.
კომპანია ჩირინამ დანერგა სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა ISO 22000:2005 სტანდარტის მიხედვით HACCP-ის კონცეფციით. აღნიშნული სისტემების მიხედვით სერტიფიცირება განხორციელდა გერმანული სასერტიფიკაციო კომანიის TUV SUD-ის მიერ.
ISO 22000:2005 სერთიფიკატი ჩვენი მომხმარებლებისთვის და პარტნიორებისთვის ხარისხის გარანტიაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კომპანია მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, უზრუნველყოფს პროდუქციის უვნებლობისთვის საჭირო ყველა პირობასა და პროცედურას, ქათმის ხორცის წარმოების ყველა რგოლში, დაწყებული ფრინველის საკვების წარმოება-დამზადებიდან და დამთავრებული ქათმის ხორცპროდუქტების რეალიზაციით!
ბიუ-ბიუ-ს ქათმები ქართულ მიწაზე მოყვანილი ნედლეულით იკვებებიან. კომპანია „ჩირინა“ სართიჭალის მახლობლად ფლობს მიწებს, სადაც უმაღლესი ხარისხის სიმინდი და ხორბალი მოჰყავს. ჩვენს მიწებზე მოყვანილი მარცვლეულის გარდა, კომპანია ასევე იბარებს და ამუშავებს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებულ ადგილობრივ ნედლეულს.
ქართულ ყანებში მოყვანილი ნედლეული ჩვენს თანამედროვე საშრობ ქარხანაში შრება. უპირველეს ყოვლისა მოწმდება ნედლეულის ხარისხი. ლაბორატორიულად მოწმდება ნედლეულის ქიმიური შემადგენლობა და მიკოტოქსინების შემცველობა. ნედლეული მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება, თუკი წარმატებით გაივლის ლაბორატორიულ შემოწმებას.
ამის შემდგომ, მარცვლეული გადადის საშრობში, სადაც ის ტენიანობის სასურველ მაჩვენებლამდე გამოშრება. გამშრალი ნედლეული გადადის სასაწყობე სილოსებში, სადაც ნედლეულის შენახვის პირობების დაცვის მიზნით, მისი მუდმივი, 24-საათიანი, მონიტორინგი მიმდინარეობს.
საკუთარი მარცვლეულის გარდა, „ჩირინა“ სხვა ქართველ ფერმერებსაც ემსახურება. მათ შეუძლიათ როგორც ლაბორატორიის, ასევე საშრობისა და საწყობის მომსახურებით ისარგებლონ.
საქართველოში ყველაზე მასშტაბური საშრობი და სასაწყობე კომპლექსი „ჩირინამ“ ბრიტანელ პარტნიორთან კომპანია Chief Industries-თან ერთად ააშენა.
Chief Industries უკვე 40 წელია აგროინდუსტრიულ სამშენებლო სექტორში მოღვაწეობს და მსოფლიოში მარცვლეულის საშრობი და შესანახი კომპლექსების მშენებლობაში დღეს ის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.
კომპანია „ჩირინას“ აქვს საკუთარი კომბინირებული საკვების ქარხანა, სადაც ქართული ნედლეულისგან მზადდება სრულფასოვანი, გრანულირებული, კომბინირებული საკვები. საკვები ბაზარზე „კვებეკო“-ს ბრენდის სახელით იყიდება.
ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზით და აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. თანამედროვე ლაბორატორიაში როგორც ნედლეულის, ასევე მზა საკვების ხარისხი კონტროლდება.
კომბინირებული, გრანულირებული საკვების უმთავრესი უპირატესობა ისაა, რომ გრანულირებისას საკვებში მცირდება ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების მოქმედება, საკვები 100%-ით თავისუფლდება სალმონელას ბაქტერიისგან და შედეგად - სრულიად ჯანსაღ, უსაფრთხო საკვებს ვიღებთ.
ქარხანა საკვებს ამზადებს როგორც ფინველისთვის, ისე სასოფლო სამეურნეო ცხოველებისთვისაც. კომბინირებული საკვები მზადდება ყოველგვარი ჰორმონული და გენმოდიფიცირებული დანამატების გარეშე.
საქართველოში პირველი კომბინირებული საკვების ქარხანა ჩვენს პარტნიორთან ესპანურ კომპანია ROSAL-თან ერთად ავაშენეთ. ROSAL -მა ქარხანა სრულად აღჭურვა და სისტემურად უზრუნველყო. ROSAL-ი უკვე 50 წელია საკვების ქარხნების მშენებლობასა და აღჭურვაში სპეციალიზდება. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტი კლიენტი ჰყავს.
ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობაა თანამედროვე ინკუბატორი. მიკროკლიმატის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგიების, ასევე ტემპერატურული და ტენიანობის რეჟიმის კონტროლის სპეციალური სისტემის მეშვეობით, ინკუბატორში წიწილის ემბრიონის განვითარებისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.
ინკუბატორი „ჩირინამ“ ჰოლანდიურ პარტნიორ კომპანია Hatchtech-თან ერთად ააშენა და სრულად აღჭურვა. კომპანია Hatchtech-ს შექმნილი აქვს ინკუბატორის მიკროკლიმატის კონტროლის ინოვაციური სისტემა, რისი წყალობითაც ბოლო 20 წლის მანძილზე ის მსოფლიოში ლიდერი კომპანია გახდა ინკუბატორების აღჭურვილობის ბაზარზე.
ბიუ-ბიუ-ს ქათმები თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ფერმებში იზრდება. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ფრინველი ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს.
ჩვენს ფერმერულ კომპლექსში განთავსებულია სადედე, სარემონტო მოზარდისა და ბროილერის ფერმები.
ფერმები მაქსიმალურად ავტომატიზებულია. ქათმებს საკვები და სასმელი ავტომატურად მიეწოდება, რაც უზრუნველყოფს საკვების საჭირო რაოდენობით მიწოდებას, კვების რეჟიმის დაცვას და ასევე ფრინველის დაცვას გარედან დაბინძურებისგან. ადამიანთან მინიმალური კონტაქტი ფრინველს იცავს სხვადასხვა დაავადებისგან.
„ჩირინამ“ ფერმები ორ პარტნიორ კომპანიასთან ერთად ააშენა. ისრაელის ლიდერ კომპანია AgroTop-თან ერთად დაიგეგმა და აშენდა სადედე, სარემონტო, მოზარდისა და ბროილერის ფერმები.
ფერმების შიდა აღჭურვილობა და ავტომატიზებული სისტემის გამართვა ჩვენმა პარტნიორმა Big Dutchman-მა უზრუნველყო.
ჰოლანდიურ-ამერიკულ კომპანია Big Dutchman-ს 75-წლიანი გამოცდილება აქვს მეფრინველეობის ინდუსტრიაში. დღეს კომპანია მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე ასზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და საფრინველე სახლების აღჭურვილობასა და საკვების მართვის სისტემების მიმართულებაში ლიდერად ითვლება.
კომპანია „ჩირინა“ ფლობს საქართველოში პირველ სრულად ავტომატიზებულ საწარმოო ხაზს, სადაც ადამიანის ჩართულობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
საწარმოო ხაზი აღჭურვილია ჩვენი პარტნიორი ჰოლანდიური კომპანია Meyn-ის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით, რაც იმის გარანტიაა, რომ ფრინველი იქნება შიგნიდან და გარედან იდეალურად გასუფთავებული და ექნება კრიალა კანი.
კომპანია „ჩირინამ“ საწარმოო ხაზზე დანერგა ინოვაციური ტექნოლოგია - ჰაერით გაციება. ეს ტექნოლოგია, მისი წინამორბედი, წყლით გაციების ტექნოლოგიისგან განსხვავებით, დანერგილია იმისათვის, რომ ქათმის ხორცი შეფუთვამდე მაქსიმალურად გაშრეს და საბოლოო პროდუქტში წყლის შემცველობა მინიმუმამდე შემცირდეს. ამის შედეგად, ბიუ-ბიუ-ს მომხმარებელი ფულს იხდის მხოლოდ ხორცში და არა გაყინულ წყალში.
კომპანია „ჩირინას“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გარემოზე ზრუნვაა. ამისათვის, კომპანიამ დანერგა თანამედროვე სისტემები, რომელთა მეშვეობით საწარმოო პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება ჩვენი გარემოსთვის.
ჩვენს ჰოლანდიელ პარტნიორთან, კომპანია Nijhuis-თან ერთად დავამონტაჟეთ წყლის გასუფთავების ინოვაციური ჰოლანდიური სისტემა, რომლის მეშვეობითაც წარმოების პროცესში გამოყენებული წყალი იფილტრება და გასუფთავებული ჩაედინება წყლის არხში. ამით კომპანია ბუნებას დაბინძურებისგან დაიცავს.
ჩვენი პარტნიორი კომპანია „ქართული ბროილერი” აღჭურვილია თანამედროვე სადისტრიბუციო მანქანებით. მათ აქვთ ტემპერატურული კონტროლის რეჟიმი, რაც საშუალებას გვაძლევს ბიუ-ბიუ-ს პროდუქტი საქართველოს ნებისმიერ სავაჭრო ობიექტებამდე უსაფრთხოდ მივიტანოთ.
სპეციალურად ნედლი ქათმის გასაყიდად დაიდგა კიოსკები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. აქ ქათმის სათანადოდ შესანახად და გასაყიდად საუკეთესო პირობებია.