biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
ჯანსაღი კვება
როგორ მოვამზადოთ სუბპროდუქტები
სუბპროდუქტები

საკვირველია, რომ  ქათმის სუბპროდუქტების მიმართ ხშირად ეჭვიანი დამოკიდებულებაა. უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს მეორეხარისხოვანი პროდუქტია და მხოლოდ იმიტომ ყიდულობენ, რომ იაფია. ეს ღვიძლს შედარებით ნაკლებად ეხება, რადგან ღვიძლის პაშტეტი თითქმის ყველას უყვარს.

მე გირჩევთ მოიშოროთ ეჭვი და გასინჯოთ ქათმის გულ-ღვიძლის უგემრიელესი რაგუ, შემწვარი გული, ასევე ჟულიენი, რომელიც ყველაზე ძვირფას სუფრასთანაც კი სიამაყით შეგიძლიათ მიიტანოთ.

სად გამოვიყენოთ სუბპროდუქტები?

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სუბპროდუქტებში იგულისხმება: კუჭი, ღვიძლი, გული და ასევე კისერი, თავი და ფეხები.

  • კისრისგან და თავფეხისგან იხარშება ბულიონი და ლაბი.
  • გულ-ღვიძლი ყველაზე გემრიელია კუჭმაჭში, რაგუში და როგორც პეროგის შიგთავსი.
  • ღვიძლი საუკეთესოა პაშტეტებისთვის, ასევე სწრაფად შესაწვავად.

ჰერმეტულად შეფუთული სუბრპროდუქტები მაცივარში ინახება 1-2 დღით.

სუბპროდუქტების მომზადების დრო (წუთი)

კუჭი (ჩაშუშვა, მოხარშვა)

40-60

გული (ჩაშუშვა, მოხარშვა, შეწვა)

30-40

ღვიძლი (მოხარშვა, შეწვა)

5-7

<< დაბრუნება
biobio.ge