სანამ ქათმის საყიდლად სუპერმარკეტში ან ბაზარში გაეშურებით სასურველია წინასწარ იცოდეთ ორი რამ: რის მომზადებას აპირებთ და ვის გამასპინძლებას გეგმავთ. მთლიანი ქათამი დაგჭირდებათ თუ ფრთები? იქნებ ფილე? გადაწყვეტილების მიღება ძალიან ადვილია. მოიძიეთ სასურველი რეცეპტი ჩვენს საიტზე და იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოცემული ულუფების ცხრილით:
ფრინველი |
წონა |
ულუფის რაოდენობა |
ფარშის რაოდენობა |
წიწილა |
300-700 გრ. |
1-2 |
100-175 გრამი |
ვარია |
700-1000 გრ. |
2-4 |
300-400 გრამი |
საშუალო დედალი |
1-1.5 კგ |
4-6 |
500-650 გრამი |
მოზრდილი დედალი |
1.6 – 2.2 კგ |
6-8 |
800 – 1000 გრამი |