თუ თქვენთვის ჭამა არა მხოლოდ დანაყრების საშუალება, არამედ ჯანმრთელობის წყარო და, რა თქმა უნდა, სიამოვნებაა, მაშინ პროდუქტის არჩევა ნამდვილად საპასუხისმგებლო საქმეა. საყიდლებზე წასვლისას გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:
- შეიძინეთ ისეთ მაღაზიაში, რომელსაც ენდობით - პასუხისმგებლობიანი გამყიდველი მუდმივად ზრუნავს საკუთარი მაღაზიის სისუფთავეზე, ყურადღებით აკონტროლებს მაცივრის ტემპერატურას.
- აირჩიეთ სანდო ბრენდი - დარწმუნდით, რომ ბრენდი პასუხისმგებელია თავისი პროდუქტის უსაფრთხოებასა და სისუფთავეზე. ბიუბიუ გპირდებათ, რომ ქათმები მუდმივად ახალი და ძალიან გემრიელი იქნება.
- ნედლი (ახალი) ქათმის ყიდვისას - დარწმუნდით, რომ : შეფუთვა არის სუფთა, ცივი, მყარად შეკრული, არ არის გარღვეული; პროდუქტი დევს მაცივარში და გამოყენების ვადა არ ამოწურულა. მაცივარში ნედლი ქათმის შენახვის ვადა 5 დღე-ღამეა.
- გაყინული ქათმის ყიდვისას - დარწმუნდით, რომ: შეფუთვა სუფთაა, ჰერმეტულობა არ არის დარღვეული და დევს საყინულე მაცივარში. შეფუთვას არ უნდა ჰქონდეს ყინულის მოვარდისფრო კრისტალები, რადგან ეს იმის ნიშანია, რომ ქათამი გალღვა და თავიდან გაყინეს. ეს კი ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს და მნიშვნელოვნად აუარესებს ფრინველის გემოსა და ტექსტურას.
- ნედლიც და გაყინული ქათამიც შოპინგის ბოლოს შეიძინეთ - რათა სახლამდე სიცივე შეინარჩუნოს.
- შეინახეთ მაცივარში რაც შეიძლება სწრაფად - ყიდვიდან ნახევარ საათში მაინც.