biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
ჯანსაღი კვება
როგორ ავარჩიოთ ქათამი
როგორ გამოვაცალოთ ქათამს ხერხემლის ძვალი?

ხერხემლის ძვლის გამოცლა უფრო მოსახერხებელია ორი   - გრძელი და მოკლე - მჭრელი დანით.

  1. ორივე ფრთას ბოლო მოაჭერით.
  2. გაჭერით ქათამი მკერდის გასწვრივ.
  3. დადეთ ფრინველი ზურგზე, გაჭერით მუცლის ღრუ კისრიდან ბოლომდე ისე, რომ ძვალი არ დაზიანდეს.
  4. ძვალზე დანის დაჭერით მოაცილეთ ნეკნებს  ხორცი ბარკლამდე და ფრთებამდე.
  5. ხელი დაიჭირეთ ქათმის ფეხი და  ძვლის გასწვრივ ჩაჭერით ქათამი, მოასუფთავეთ ხორცი ხრტილის გარშემო.
  6. შემდეგ გაჭერით თეძოსა და ბარკალთან ძვლის გასწვრივ ძვლამდე, ქვემოდან ზემოთ წრიული მოძრაობით  ამოჭერით ძვალი, გამოაცალკევეთ ხორცი, ჩაჭერით ძარღვები. იგივე გაიმეორეთ მეორე ფეხზეც.
  7. ახლა ხელი მოჰკიდეთ ფეხებს და ძვალზე  დანის მიბჯენით ამოჭერით მენჯების ადგილი .
  8. ააჭერით კურტუმო,  ეცადეთ ფრთხილად გაასუფთავოთ ხორცისგან  ხერხემალი ისე, რომ კანი არ დააზიანოთ.
  9. ამოუტრიალეთ ფრთა,  ძვალს ხორცი მოაცილეთ და ძვალი ამოიღეთ.

<< დაბრუნება
biobio.ge