biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
ჯანსაღი კვება
როგორ ავარჩიოთ ქათამი
როგორ მოვაცალოთ ქათამს კანი?

ქათმისთვის კანის გაცლა ზოგიერთ დიასახლისს ძალიან რთული საქმე ჰგონია, თუმცა, თუ ჩემს რჩევებს გაითვალისწინებთ, ნახავთ, რომ ძალიან მარტივად, ნამდვილი პროფესიონალი მზარეულივით, შეძლებთ ამის გაკეთებას.

თქვენ დაგჭირდებათ მჭრელი  თხელპირიანი დანა, ასევე გამოგადგებათ ქათმის საჭრელი სეკატორი.

  • ყურადღებით დაათვალიერეთ ქათამი.  დარწმუნდით,  რომ კანი ერთგვაროვანია, არ არის გახეული. მოათავსეთ გულაღმა, მოაჭერით ცხიმი.
  • ფრთხილად ასწიეთ მკერდზე  კანი და  ხორცი ხელით (აუცილებლობის შემთხვევაში  დანაც დაიხმარეთ) მოაცილეთ. ნელ-ნელა  შეაცურეთ ხელი კანქვეშ. ნუ შეეცდებით იდეალურად მოაცალოთ კანი. მთავარია, სწორედ კანი არ დაზიანდეს.
  • შემდეგ გადატეხეთ ფეხი, რათა თეძო ბარკლისგან გააცალკევოთ. ეს გააკეთეთ ფრთხილად, რომ კანი არ გაიხეს.
  • ფეხზე მყესები გადაჭერით, რომ  ძვალი სახსარს მოსცილდეს.
  • გადმოატრიალეთ ქათამი და მოაჭერით კურტუმო. ამის შემდეგ,  ისევე როგორ მკერდს,  თითებით დანის დახმარებით ააცალეთ კანი ხორცს.
  • ფრთხილად გადატეხეთ ფრთებთან ძვლები, რომ  ფრთები გააცალკევოთ. მყესები გადაჭერით სეკატორით, მოაცილეთ  კანი კისერს და  კისერიც მოაშორეთ.
  • შედეგად თქვენ მიიღეთ  ქათმის კანი ბარკლებთან და ფრთებთან ერთად, ცალკე კი - ქათამი თეთრი ხორცით და ბარკლის ძირებით.

<< დაბრუნება
biobio.ge