biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
ჯანსაღი კვება
როგორ ავარჩიოთ ქათამი
როგორ შევინახოთ ქათამი?
  1. ქათამი შეინახეთ მაცივარში/ საყინულეში ყიდვიდან ძალიან მალე.
  2. საყინულეში და მაცივარში პროდუქტები თავისუფლად დააწყვეთ, რომ მათ შორის ჰაერმა იმოძრაოს.
  3. რა სახის შეფუთვაც არ უნდა აირჩიოთ, მთავარია, შიგნით ჰაერი არ შედიოდეს. ეს მაქსიმალურად გაზრდის პროდუქტის ვარგისიანობას და შეუნარჩუნებს გემოს. საყინულეში ნუ შედებთ რეზინიან შეფუთვას (გაყინული რეზინი მსხვრევადი ხდება), ასევე არ გამოგადგებათ წებოვანი შეფუთვა, რადგან ყინვაში წებოვნება  ვერ შენარჩუნდება. სასურველია პროდუქტის შეფუთვას დააწეროთ გაყინვის თარიღი.

შენახვის მეთოდები

  1. კონტეინერი - თანამედროვე პლასტმასის კონტეინერი ძალიან მოსახერხებელია, რადგან ის უძლებს როგორც ყინვას,  ასევე მიკროტალღური ღუმელის სიმხურვალეს  და  ირეცხება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში (დააკვირდით მანიშნებლებს კონტეინერის უკანა მხარეს). ჭკვიანურად არჩეული კონტეინერი საყინულეში ადგილსაც დაგიზოგავთ.
  2. პაკეტები „ელვა” შესაკრავით -  ეს ყველაზე მოსახერხებელი შეფუთვაა, რადგან მზადდება  მაღალი ხარისხის პოლიეთილენისგან  და ჰერმეტული შესაკრავის წყალობით არ ატარებს არც ჰაერს, არც სითხეს. ძალიან მოსახერხებელია დამარინადებული ხორცის შესანახად.
  3. ალუმინის ფოლგა - კარგად იცავს პროდუქტს, ინარჩუნებს ტემპერატურას, გაყინვისთვის აარჩიეთ უფრო სქელი ფოლგა, რომელსაც ყინვა არ დააზიანებს. წარწერისათვის  შეგიძლიათ წებონანი სტიკერი გამოიყენოთ.
  4. საჭმლის შესაფუთი ცელოფანი - კარგად იცავს პროდუქტს სითხის დაკარგვისგან. გაყინვისთვის შეიძინეთ ყველაზე სქელი ცელოფანი.

შენახვის ვადა და ტემპერატურა

ფრინველი

ტემპერატურა

შენახვის ვადა

გაყინული ქათამი

-18°-დან -24°C-მდე

8 თვე

გაყინული ქათამი

-2°C-დან -4°C-მდე

7 დღე-ღამე

გაყინული (გამლღვალი) ქათამი

0°C-დან +6°C-მდე

4 დღე-ღამე

ნედლი ქათამი

0°C-დან +6°C-მდე

36 საათი

მზა ქათამი

0°C-დან +6°C-მდე

2-3 დღე-ღამე

სუბპროდუქტები

-18°C-დან -24°C-მდე

1 თვე

სუბპროდუქტები

0°C-დან +6°C-მდე

24 საათი

 

<< დაბრუნება
biobio.ge