ქათმის გალღობის ოთხი ძირითადი ხერხი არსებობს:
პირველ და მეორე ხერხს ჩვენ არ გირჩევთ: (1) ოთახის ტემპერატურაზე გალღობა ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს და უარყოფითად მოქმედებს ხორცის გემოსა და ტექსტურაზე; (2) მიკროტალღულ ღუმელში გათბობა ძალიან არათანაბრად მიმდინარეობს, რის შედეგადაც ხორცის ნაწილი თითქმის მოხარშულია, ნაწილი კი კვლავ გაყინული. ეს ყველაზე არასწორი მეთოდია ამ ოთხს შორის.
იდეალური მეთოდია მაცივარში გალღობა, ამ დროს ხორცი ყველაზე უკეთ ინარჩუნებს გემოს, თუმცა ეს მეთოდი დროს მოითხოვს და მხოლოდ მას გამოდგება, ვისაც წინასწარ აქვს დაგეგმილი საჭმლის მომზადება.
მაცივარში გალღობას დაახლოებით 1 კილოგრამზე 9-11 საათი სჭირდება. იხილეთ ცხრილი:
წონა |
დრო |
450 გრ. – 1 კგ. |
12 საათზე ნაკლები |
1-1.8 კგ. |
12-24 საათი |
1.8 – 2.7 კგ |
24- 36 საათი |
ქათმის ცივ წყალში გალღობა გაცილებით სწრაფი მეთოდია, ვიდრე მაცივარში გალღობა, რადგან 1 კილოგრამი ხორცის გალღობას დაახლოებით 1 საათი სჭირდება. ამრიგად, თუ გეჩქარებთ, უმჯობესია გამოიყენოთ ქათმის ცივ წყალში გალღობის მეთოდი, რასაც თავისი წესები აქვს: