biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
ჯანსაღი კვება
როგორ მოვხარშოთ ქათამი
ორთქლზე მოხარშვა და მსუბუქი ხარშვა

ორთქლზე ხარშვა ფრინველს სრულად უნარჩუნებს წვნიანობას, ნოყიერებასა და ნამდვილ გემოს. ყველაზე ხშირად ორთქლზე მკერდის ფილეს ამზადებენ, ასევე ქათმის კოტლეტებსა და გუფთას.

  • ორთქლზე მოსამზადებლად ძალიან მოსახერხებელია ელექტრო სახარში, რომელსაც ახლავს ინსტრუქცია, რა ტიპის ხორცი როგორ უნდა მომზადდეს.
  • ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვაბი და თუშფალანგი ან საცერი, რომელსაც დადებთ მდუღარე წყლით სავსე ქვაბზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ ცეცხლი იყოს თანაბარი  და დუღილი არ იყოს ძალიან აქტიური, რადგან ამ შემთხვევაში წყალი ქათმის მომზადებამდე აორთქლდება.
  •  ყურადღება მიაქციეთ, რომ ქვაბზე დადგმული თუშფალანგის ძირს  წყალი არ ეხებოდეს.
  • ქათამი თუშფალანგზე  წყლის ადუღების შემდეგ უნდა მოათავსოთ.
  • წყალი იმდენი უნდა იყოს, რომ ბოლომდე მომზადებას ეყოს, რადგან წყლის ჩამატება დააგდებს ტემპერატურას და  დაარღვევს მომზადების ტექნოლოგიას.
  • ეცადეთ ზედმეტჯერ არ მოხადოთ თავსახური.
  • ნაზი ფილეს მისაღებად ასევე იყენებენ მსუბუქი ხარშვის მეთოდს, რომლის დროსაც ფილეს ასხამენ ცხელ (70°-80°) წყალს და მიჰყავთ ადუღებამდე, ადუღებისთანავე გამორთავენ ცეცხლს და  ხორცს მდუღარე წყალში 15-20 წუთით ტოვებენ. 
<< დაბრუნება
biobio.ge