ბოსტნეული: ხახვი, პრასა, სტაფილო, ოხრახუშის ძირი, ძირთეთრა, ნიახური.
მწვანილი: კამა, ოხრახუში, დაფნის ფოთოლი, ტარხუნა.
ეს „კლასიკაა“, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ, თუმცა თქვენც შეგიძლიათ იფანტაზიოროთ. ბოსტნეული აუცილებლად მსხვილად დაჭერით, ასე უფრო მეტ არომატს გამოყოფს. თუ გსურთ, რომ ბულიონი მუქი ფერის იყოს და ჰქონდეს ბოსტნეულის ძალიან მკვეთრი არომატი, ბოსტნეული წინასწარ ღუმელში შეაცხვეთ.