biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
ჯანსაღი კვება
როგორ მოვხარშოთ ქათამი
ბულიონი

ყველაზე მარტივი და პირველი, რასაც დამწყები დიასახლისი კულინარიაში ითვისებს,  არის ბულიონისა და სუპების მოხარშვა. ბულიონი რამდენიმე სახის არსებობს  და თუ მას სწორად მოამზადებთ, მიიღებთ ძალიან გემრიელ საინტერესო და სრულფასოვან კერძს.

მთავარია იცოდეთ, როგორ უნდა მოახრშოთ ქათამი, რომ შემდგომ მისგან სხვადასხვა წვნიანი მოამზადოთ.

ბულიონის მოსამზადებლად უმჯობესია ნედლი ქათამი გამოიყენოთ. ასევე გამოგადგებათ ე.წ. ბულიონის ნაკრები (თავ-ფეხი და ზურგი), რადგან ბულიონს არომატს აძლევს სწორედ ძვლები  და არა ხორცი. ასეთი ბულიონის მოხარშვას რამდენიმე საათი დასჭირდება, შეიძლება ორი, სამი ან ოთხიც კი. ბულიონმა  ძალიან დაბალ ცეცხლზე უნდა იდუღოს, თუმცა არ ინერვიულოთ ქვაბს თავზე დადგომა არ სჭირდება, თქვენ შეძლებთ სხვა საქმითაც დაკავდეთ.

 

<< დაბრუნება
biobio.ge