biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
ჯანსაღი კვება
როგორ ჩავშუშოთ ქათამი
რაში ჩავშუშოთ?

ქათმის ჩაშუშვა, უბრალოდ, წყალშიც შეგიძლიათ, თუმცა ამ დროს სოუსი არ გამოდის ისეთი არომატული, როგორც მაგალითად ბულიონში ჩაშუშვისას. რა თქმა უნდა, ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი მუდმივად მზად ვერ გვექნება, ამიტომ შეიძლება პირდაპირ დავამატოთ ბოსტნეული და სანელებლები. ქათმის ჩაშუშვა შეიძლება ასევე არაჟანში ან ნაღებში, ღვინოში და, რა თქმა უნდა, საკუთარ წვენში.

არაჟანში ან ნაღებში  

ჩაშუშვისთვის უმჯობესია ნატურალური, არასტერილიზებული არაჟანი და ნაღები გამოიყენოთ. ასე სოუსი უფრო ნოყიერი გამოდის. თუ არაჟანი ძალიან სქელია, შეგიძლიათ ცალკე ჭურჭელში წყლით, ნაღებით ან თბილი ბულიონით გაათხელოთ, შემდეგ კი დაუმატოთ ხორცს. არაჟანთან და ნაღებთან ერთად არ გამოიყენოთ მჟავა, მაგალითად ძმარი, რადგან თქვენი სოუსი ამოფუვდება.

ღვინოში  

ყოველთვის გამოიყენეთ მაღალი ხარისხის მშრალი თეთრი, წითელი ან ვარდისფერი ღვინო. უმჯობესია ის ღვინო, რომელსაც შემდეგ სუფრასთან მიიტანთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებთ საუკეთესო შედეგს. არასდროს გამოიყენოთ იაფფასიანი ღვინო. თუ ბიუჯეტი არ გიწყობთ ხელს, უბრალოდ ღვინის ნაცვლად გამოიყენეთ ბოსტნეულის ბულიონით ან წყალში ჩაწურეთ ნახევარი ლიმონი და დაუმატეთ ხორცს.

საკუთარ წვენში 

თუ ქათმის საკუთარ წვენში ჩაშუშვა გადაწყვიტეთ, გამოიყენეთ წვნიანი  ბოსტნეული, მაგალითად: ტკბილი (ბულგარული) წიწაკა, პომიდორი, გოგრა, ყაბაყი, ხახვი. ასეთ შემთხვევაში თქვენ თითქმის არ დაგჭირდებათ ცხიმის დამატება. ბოსტნეული ქათმის გემოს გაამდიდრებს და შესანიშნავი გარნირი ან სოუსი გამოგივათ. თუ გარნირად გსურთ ბოსტნეულის გამოყენება, მაშინ ის თანაბარ ნაწილებად უნდა დაჭრათ, კონკრეტული რიგითობით ჩააწყოთ ქვაბში, რომ თანაბრად მომზადდეს. სოუსის მომზადებისას ბოსტნეულის აკურატულად დაჭრა და თანმიმდევრობა არ არის პრინციპული. მომზადების შემდეგ ბოსტნეული უნდა გაწუროთ საცერზე და დააბლენდეროთ, დაუმატოთ ბულიონი და შეკაზმოთ, რომ გამოვიდეს უგემრიელესი არომატული სოუსი.

<< დაბრუნება
biobio.ge