biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
ჯანსაღი კვება
როგორ ჩავშუშოთ ქათამი
რომელ ჭურჭელში ჩავშუშოთ?

კასეროლი  

კერამიკის ან ცეცხლგამძლე მინის მრგვალი ან ოვალური ქვაბია, რომელსაც თავსახური ჰერმეტულად ეხურება. კერძი ასეთ ქვაბში ძალიან ნაზი, წვნიანი და არომატული გამოდის.

 

სქელძირიანი ქვაბი 

თუჯის ან კერამიკის ქვაბი ბრტყელი ძირით, რომელიც თანაბრად ცხელდება და დიდხანს ინარჩუნებს სითბოს. ასეთი ქვაბი არ არის მაღალი, ჩვეულებრივ, 5-7 სმ-იანი გვერდები აქვს. თავსახური მყარად ეფარება და მასში ხორცი და ბოსტნეული საკუთარ წვენში იშუშება. ყველა თქვენგანის სახლში იქნება ერთი ასეთი ბებიის ნაქონი ქვაბი.

 

სოუსის ქვაბი

ეს არის ჭურჭელი, რაღაც საშუალო, ქვაბსა და ტაფას შორის, რომელსაც ხშირად სოუსების მოსამზადებლად იყენებენ. თუ ქვაბს აქვს სქელი ძირი და თავსახური,  იდეალურია ჩაშუშვისთვისაც.

 

თიხის ქოთანი

მასში მომზადებული კერძი სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს, რადგან იშუშება საკუთარ წვენში, ღვინის, არაჟნის ან ბულიონის დამატებით. მოსახერხებელია სუფრაზე კერძის  პატარა ქოთნებით  ულუფებად მიტანაც.

 

ელექტროქვაბი - (Slow Cooker)  

იდეალური გამოსავალია მუდმივად დაკავებული დიასახლისებისთვის. ამ ქვაბს შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს თანაბარი დაბალი ტემპერატურა, 60-120°. რაც მთავარია, მას არ სჭირდება თავზე დგომა მომზადებისას. თქვენ, უბრალოდ, ინგრედიენტები უნდა ჩაყაროთ ქვაბში და დააპროგრამოთ, დაახუროთ თავზე და დააჭიროთ ჩართვის ღილაკს. დანარჩენს ეს ქვაბი თვითონ აკეთებს და მომზადების შემდგომაც ინარჩუნებს თბილ ტემპერატურას.

<< დაბრუნება
biobio.ge