biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
ჯანსაღი კვება
როგორ ჩავშუშოთ ქათამი
რა ჩავშუშოთ?

ჩაშუშვა იდეალური მეთოდია უნაზესი კერძისა და არომატული სოუსის მისაღებად.ეს მეთოდი ძალიან მარტივია, მაგრამ ხორცი ხშირად მაინც  მაგარი და გამომშრალი  რჩება. ეს რომ არ მოხდეს, რამდენიმე მარტივი წესი უნდა დაიმახსოვროთ:

რა ჩავშუშოთ?

ჩასაშუშად  ქათმის ნებისმიერი ნაწილი გამოდგება, როგორც ბარკლები, ისე მკერდი. შეგვიძლია ან პატარა ნაჭრებად ჩავშუშოთ, ან მთლიანი ნაწილები გამოვიყენოთ

ერთადერთი წესი აქ დროის კონტროლია. მკერდს უფრო ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე ბარკლის ძირს, და ა.შ.

უნდა მოვაცილოთ თუ არა კანი?

მიუხედავად იმისა, დიეტურად იკვებებითთუ არა, დაიმახსოვრეთ, ჩაშუშვისას კანის მოცილება არ არის რეკომენდებული, რადგან ის იცავს ხორცს გამოშრობისგან. ამის გარდა, სოუსი რომელშიც ქათამი იშუშება გაცილებით გემრიელი გამოდის, თუ ნაჭრები კანიანია. თქვენ შეგიძლიათ მოშუშვის შემდეგ გააძროთ კანი ქათმის ნაჭრებს. ზედმეტი ცხიმი კი თავიდანვე უნდა მოაცილოთ.

<< დაბრუნება
biobio.ge