biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
ჯანსაღი კვება
როგორ შევწვათ ქათამი
როგორ გამოვიდეს შემწვარი ფილე ნაზი და წვნიანი?

რამდენად ხშირად გაგიგიათ, რომ ქათმის თეთრი ხორცი მშრალია? რომ მის მოსამზადებლად აუცილებელია წინასწარ დამარინადება საოცარ სოუსებში და სხვა რიტუალები, მაგრამ  გემრიელი შეიძლება მაინც არ გამოვიდეს...

სინამდვილეში ფილეს დარბილება არ არის საჭირო, იმიტომ რომ ის ისედაც რბილია! სწორედაც საათობით მზადება, მარინადებში და მაიონეზში ჩადება,  აშრობს და უკარგავს მას სინაზეს. ფილე შესაძლოა ცოტა ხნით დამარინადდეს (იოგურტში  ან ზეითუნის ზეთსა და სანელებლებში, ან უბრალოდ მშრალ დაფქვილ სუნელებში, მაგრამ არა ძმარში), თუმცა ეს აუცილებელი არ არის.

ყველაზე მთავარი მისი სწრაფად მომზადებაა, ზუსტად 3-4 წუთი უნდა შებრაწოთ თითო მხარეს; შემდეგ ფოლგაში გაახვიოთ და 5 წუთი გააჩეროთ, შემდეგ კი მიირთვათ.

 

<< დაბრუნება
biobio.ge