biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
ჯანსაღი კვება
როგორ შევწვათ ქათამი
ღუმელში შებრაწვა

წვნიანი და ნაზი ქათამი კრაწუნა კანით - ეს ნამდვილად ერთ-ერთი უსაყვარლესი კერძია როგორც უფროსებისთვის, ისე ჩვენი პატარებისთვის. ბევრი ფიქრობს, რომ  იდეალური შედეგის მისაღწევად აუცილებელია დიდი კულინარიული გამოცდილება. გარწმუნებთ ეს არც ისე რთულია. მთავარია დასაწყისისთვის იცოდეთ და ზედმიწევნით შეასრულოთ რამდენიმე წესი , ხოლო მას შემდეგ რაც გამოცდილებას შეიძენთ უკვე თქვენს ფანტაზიასაც მისცემთ გასაქანს.

რა არის საჭირო ქათმის შესაბრაწავად?  

კარგად შებრაწვისათვის  საჭიროა ჰაერღუმელი. მის გარეშე არაფერი გამოვა. ღუმლის  ტემპერატურის რეგულატორი  კი ძალიან გამართულად უნდა მუშაობდეს.

რა საჭიროა კულინარიული თერმომეტრი?

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება ყველაზე თანამედროვე ღუმელი გქონდეთ, მაინც გირჩევთ შეიძინოთ ხორცის თერმომეტრი. ეს საჭიროა, რათა დროულად განსაზღვროთ  მზად არის თუ არა ქათამი და არ მისცეთ მას გამოშრობის საშუალება. მითუმეტეს, რომ ცხრილებში მითითებული მომზადების დრო მიახლოებითია, ხოლო ყველაზე იდეალური ღუმელიც კი შეიძლება ზოგჯერ შეცდეს. 

თერმომეტრი ქათმის ყველაზე ხორციან ნაწილში უნდა მოათავსოთ ძვლისგან მოშორებით.

როგორ მოვიქცეთ?

სანამ ქათმის შეწვას დაიწყებთ აუცილებლად კარგად გაახურეთ ღუმელი. ეს აუცილებელი პირობაა, რომ გამოგივიდეთ წვნიანი და კრაწუნა ქათამი.

  1. თუ ქათამი ცხიმიანია, ჩხირით დაუჩხვლიტეთ კანი, რომ შეწვისას ზედმეტი ცხიმი გამოვიდეს და ზედაპირიც უფრო ტკაცუნა გახდეს. კარგად დაჩხვლიტეთ ისეთ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტი ცხიმია, მაგალითად, თეძოებისა და მკერდის შეერთების ადგილას. ნაჩხვლეტებს შორის მანძილი დაახლოებით 1 სმ უნდა იყოს.
  2. ამის შემდეგ  დაამარინადეთ ფრინველი. მოათავსეთ ის მარილიან ხსნარში ან უბრალოდ, შიგნიდან და გარედან  დაამარილეთ და მომზადებამდე 5-8 საათით გააჩერეთ.
  3. შეწვამდე  ქათამი დამდუღრეთ, რომ მოაცილოთ მარილი. თუ ქათამი არომატულობისათვის მარინადში გედოთ,  დამდუღვრა არ არის საჭირო.
  4. ფრინველი  გარედანაც და შიგნიდანაც სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ. ამის შემდეგ,   ან  სასურველი სატენით გამოავსეთ,  ან კანში ნივრის ნაჭრები  ჩაარჭვეთ, ან შეკმაზეთ სანელებლებით. შეკარით ქათამი ისე, რომ კომპაქტური ფორმა მიიღოს (ეს აუცილებელი არ არის).
  5. ქათამი დადეთ ან უშუალოდ ჰაერღუმლის ცხიმმოსმულ ტაფაზე, ან  ამ  ტაფაში  მოთავსებულ ცხაურაზე და შედეთ ღუმლის შუა თაროზე. თუ მომზადების პროცესში ქათმის გადმობრუნებას არ გეგმავთ, ქათამი დადეთ მკერდით ზემოთ. უმჯობესია, თუ მკერდს ქვემოთ მოცემული რჩევების მიხედვით დაიცავთ.
  6. ქათამს პერიოდულად მოასხით შეწვისას გამოსული წვენი, ღვინო ან ბულიონი.
  7. თუკი ქათამი სწრაფად შეიბრაწა და შიგნიდან ჯერ კიდევ არ არის მზად, დაუწიეთ ღუმელში ტემპერატურას, გადააფარეთ ფოლგა ან პერგამენტის ქაღალდი და გააგრძელეთ შებრაწვა, სანამ ხორცი მთლიანად  შეიწვება. შეწვის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადახადეთ ფოლგა.
<< დაბრუნება
biobio.ge