biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
ჯანსაღი კვება
როგორ შევწვათ ქათამი
მარინადი, მარილი და სანელებლები

მარინადი  საჭიროა  ხორცის  არომატისა და გემოს   გასაუმჯობესებლად. ქათმისთვის იდეალური მარინადია -  სანელებლებითა და ბოსტნეულით შეზავებული არარაფინირებული ზეთი ან რძემჟავა პროდუქტები. ასეთ მარინადში ქათამი შეიძლება 24 საათით დავტოვოთ.

არ დატოვოთ ქათამი აქტივირებულ (მჟავის შემცველ) მარინადში დიდხანს, რათა არ დაეკარგოს საკუთარი გემო და ზედმეტად მჟავე ან მარილიანი არ გამოვიდეს.

ისეთი ხილის რბილობს, როგორიცაა ლეღვი, ანანასი და კივი, რამდენიმე საათში შეუძლია ხორცი ბამბას დაამსგავსოს, რადგან ის შეიცავს ენზიმებს, რომელსაც შეუძლია დაარბილოს კუნთოვანი ქსოვილი. ამიტომ ნუ დაამარინადებთ ქათამს ასეთ ხილში 1 საათზე მეტხანს.

დანაყილი სუნელები და ხმელი მწვანილი  ქათამს გარედანაც და შიგნიდანაც მომზადებამდე 1 საათით ადრე წაუსვით.

ქათმის მუცლის ღრუში შეგიძლიათ  მოათავსოთ  დაუჭრელი მწვანილი და მთლიანი ლიმონი. შეგიძლიათ აგრეთვე,  ხელით ფრთხილად ასწიოთ ქათმის  კანი და კანქვეშ   წაუსვათ ნაზავი - ზეითუნის ზეთით ან ნაღების კარაქით გაზავებული დანაყილი მწვანილი, სუნელები და ლიმონის ცედრა.

არომატისათვის ქათამს შეგიძლიათ კანში ჩაარჭოთ ნიორი ან როზმარინი. ამისათვის დანით რამდენიმე ადგილას ოდნავ ჩაჭერით ქათამი და ოთხად გაჭრილი  გასუფთავებული ნივრის კბილები როზმარინის ფოთლებთან ერთად ჩაარჭვეთ.

მოზრდილი ფრინველისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ მარილხსნარი. ამ მარილხსნარში  ქათამი   რამდენიმე საათიდან - 2 დღემდე შეგიძლიათ  გააჩეროთ, ეს დამოკიდებულია ქათმის სიდიდეზე. ამისათვის ცხელ წყალში გახსენით მარილი და შაქარი (1 ლიტრ წყალზე 1 სუფრის კოვზი მსხვილი ზღვის მარილი და სურვილისამებრ 1 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი), გემოვნებით დაამატეთ ნებისმიერი  სანელებლის  მთლიანი ნაჭრები,  ნიორი, ჯანჯაფილი, ხმელი მწვანილის ღეროები, ციტრუსის ნაჭრები. გაგრილებულ ხსნარში ჩადეთ ქათამი ისე, რომ მთლიანად დაიფაროს. ამ მანიპულაციით შეწვისას ქათამი ნაკლებ სითხეს დაკარგავს, დარჩება წვნიანი, არომატული, კანი კი კრაწუნა ექნება.

კიდევ ერთი მეთოდი:  უბრალოდ დაამარილეთ ქათამი მომზადებამდე 6-8 საათით ადრე. შეწვის წინ აუცილებლად  ჩამობანეთ ქათამს მარილი, შეამშრალეთ სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცით და დაიწყეთ შებრაწვა.

<< დაბრუნება
biobio.ge