გავრცელებული აზრის მიუხედავად, შეწვამდე ქათმის შეკვრა აუცილებელი არ არის. ამითი ხორცის გემო დიდად არ იცვლება. მაგრამ თუ თქვენ გნებავთ, რომ ფეხები, ფრთები და კისერი თავის ადგილზე დარჩეს და თანაბრად შეიწვას, ასევე სუფრაზე კერძი ლამაზად გამოიყურებოდეს, მაშინ ისწავლეთ მისი შეკვრა. ამისთვის დაგჭირდებათ სქელი ძაფი, თასმა ან ბაწარი.
დიდი ქათმის შესაკრავად დაგჭირდებათ მსხვილი ნემსი ფართო ყუნწით და ასევე მსხვილი ძაფი. მთავარია, კვანძი შეკრათ კურტუმოსთან, რომ ფეხები დააფიქსიროთ. ფრთებს კი შემდგომ ცალკე შეუკრავთ.