biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
ჯანსაღი კვება
როგორ შევწვათ ქათამი
რამდენი ხანი უნდა ვწვათ და რა ტემპერატურაზე?

ქათმის შეწვის დრო დამოკიდებულია მის ზომაზე, მარინადზე, ხორცის საწყის ტემპერატურაზე, ჭურჭელზე და თავად ღუმელზე. საშუალოდ 160°-200° C ზე შეწვას ყოველ კილოგრამზე 40 წუთი  დასჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ დატენილი ქათამი  დაუტენავზე 23-40 წუთით მეტხანს იწვება.

 

ქათამი

ტემპერატურა ღუმელში

ხორცის ტემპერატურა

დრო

ბროილერი

180°C

82°C

25 წუთი ყოველ 500 გრამზე

წიწილა

180°C

82°C

40-60 წუთი

როგორ მივხვდეთ, რომ ქათამი მზადაა?

ღუმელში შეწვისას ქათამი იწყებს შიშხინს (გამოსდის სუფთა წვენი), ოდნავ დიდდება მკერდი და ამოიწევა კანი, ბარკლები თითქოს მსუბუქდება და მარტივად მოძრაობს სახსარში.

რომ გაიგოთ მზად არის თუ არა ქათამი, ჩაარჭეთ ჩანგალი ან ხის ჩხირი ყველაზე მსხვილ ადგილას, გამოსული წვენი უნდა იყოს გამჭვირვალე და არა მოვარდისფრო.

საბოლოო შემოწმებისთვის ასწიეთ ქათამი და დააკვირდით ნაჩხვლეტიდან გამოსულ წვენს, თუ ბოლო წვეთები სუფთა და ყვითელია - ქათამი მზადაა, თუ არა, მაშინ კიდევ ხუთი წუთით შეაბრუნეთ ღუმელში.

<< დაბრუნება
biobio.ge