biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
ჯანსაღი კვება
როგორ შევწვათ ქათამი
შემწვარი ქათმის დაჭრა
  1. ღუმლიდან გამოღების შემდეგ, გააჩერეთ ქათამი დაახლოებით 15 წუთი, რომ  შეწვისას ზედაპირისკენ ასული წვენი  ისევ დაიწრიტოს  და ხორცზე თანაბრად განაწილდეს. ამის შემდეგ, მოაცილეთ მას თუ რამე ეკეთა, თასმა, ფოლგა ან პერგამენტი.
  2. დადეთ ქათამი მკერდით მაღლა. მოაჭერით ორივე ფეხი და გაყავით თითოეული ორ ნაჭრად - ბარკალი და ბარკლის ძირი.  საჭრელ დაფაზე  ქათმის დაჭრისას,  მეორე ხელით ჩანგალი დაიხმარეთ.
  3. ფრთხილად გაჭერით მკერდი შუაში.
  4. გაჭერით მკერდის თითოეული ნახევარი დიაგონალურად ისე, რომ მკერდის უკეთესი ნაწილი დარჩეს ფრთასთან.
  5. დანაწევრებული ქათამი დადეთ წინასწარ გამთბარ თეფშზე.

 

<< დაბრუნება
biobio.ge