biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
შემბრაწული ქათამი ფორთოხლით

ფორთოხლის მოტკბო-მომჟავო არომატი შებრაწულ ქათამს სრულიად განსხვავებულ, ინტენსიურ გემოს აძლევს! გაამრავალფეროვნეთ თქვენი სამზარეულო!

შემბრაწული ქათამი ფორთოხლით

ინგრედიენტები (4 ულუფა):

1 ქათამი (1300 გრამი)

1 ფორთოხალი

1 ჩ/კ ქინძის თესლი

1 ს/კ კარაქი

1 ს/კ ზეთი

მარილი, პილპილი

 

მომზადების წესი:

  1. გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. გახეხეთ ფორთოხლის ცედრა და გამოწურეთ წვენი. ქინძის თესლი ტაფაზე ოდნავ მოხრაკეთ და წვრილათ დაფქვით.
  2. აურიეთ ერთად კარაქი , ზეთი, ქინძი, ფორთოხლის ცედრა და 1 ს/კ ფორთოხლის წვენი.
  3. გარეცხილი ქათამი, შეაშრეთ და შეაზილეთ მიღებული მასა. მოაყარეთ მარილი და პილპილი. შეგიძლიათ დარჩენილი ფორთოხალი გაჭრათ და შეუტენოთ ქათამს მუცლის ღრუში.
  4. ღუმელს დაუწიეთ 200 გრადუსზე, ქათამი გვერდულად მოათავსეთ ცხაურზე და 20 წუთი ბრაწეთ. გადმოაბრუნეთ მეორე გვერდზე და კიდევ 20 წუთით ბრაწეთ. ამის შემდეგ მოათავსეთ მკერდით ზემოთ და კიდევ 20 წუთით დატოვეთ. როცა მომზადდება გამოიღეთ ღუმელიდან, დაასვენეთ 5 წუთით, დაჭერით და მიირთვით ცხელი.
ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
გაყინული ქათამი
biobio.ge