biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
შემწვარი ქათამი ლინომით და ნივრით

როზმარინის და ნივრის არომატული ნაზავი! ეს არის შესანიშნავი კერძი, რომელიც შეგიძლიათ მოამზადოთ დატვირთული სამუშაო დღის ბოლოს, სწრაფად და მარტივად!

შემწვარი ქათამი ლინომით და ნივრით

ინგრედიენტები (2 ულუფა):

1 ქათამი (1000 გრ)

4 კბილი ნიორი

2 ტოტი როზმარინი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ხმელი როზმარინი)

1 ლიმონი

1 ს/კ ცხარე მდოგვი

1 ს/კ ტკბილი მდოგვი

2 ს/კ ზეითუნის ზეთი

პილპილი და მარილი

 

მომზადების წესი:

  1. ქათამი სირგძეზე გაჭერით ორად.
  2. ნიორი დაჭერით თხლად. როზმარინიც 2–2 სმ სიგრძეზე დაჭერით.
  3. თითებით, დანის ბლაგვი პირით ან კოვზის ბოლოთი ფრთხილად ააცალეთ კანი ხორცს. როზმარინი და ნიორი თანაბრად გადაანაწილეთ კანქვეშ.
  4. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ტაფაზე საცხობი ქაღალდი დააფინეთ, ქათმის ნახევრები ზედ დააწყვეთ და მოაყარეთ პილპილ/მარილი.
  5. გახეხეთ ლიმონის ცედრა, ხოლო ლიმონი გამოწურეთ. ცედრა და წვენი შეურიეთ ცხარე და ტკბილ მდოგვს, და ზეითუნის ზეთს. მიღებული სოუსი წაუსვით ქათამს გარედან.
  6. მოათავსეთ ქათამი ღუმელში, ტემპერატურას დაუწიეთ 160 გრადუსამდე და 45 წუთის განმავლობაში ბრაწეთ.

ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
გაყინული ქათამი
biobio.ge