biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
კიევური კოტლეტი

ნამდვილი კიევური კოტლეტი, ხრაშუნა და წვნიანი... გარნირად პიურეს თუ მოუმზადებთ არაჩვეულებრივ სადილს მიიღებთ!

კიევური კოტლეტი

ინგრედიენტები (4 ულუფა):

4 ულუფა

4 მკერდის ფილე (თითო 200 გრ.)

200 გრ კარგი ხარისხის კარაქი

4-5 ღერო ოხრახუში

1 ლიმონის ცედრა

1 ჩ/კ ლიმონის წვენი

მარილი, პილპილი

ერბო ან მცენარეული ზეთი შეწვისთვის

 

ამოსავლებად

1,5 ჭიქა სუხარი ან საფანელი

2-4 ს/კ ფქვილი

2 კვერცხი

50 მლ რძე

მარილი, ახალდაფქული პილპილი

 

მომზადების წესი:

  1. დაჭერით ოხრახუში წვრილად. დარბილებულ კარაქს შეურიეთ მარილი, ცედრა, ოხრახუში და ლიმონის წვენი. კარაქი 4 ნაწილად გაყავით, გადაახვიეთ საჭმლის შესაფუთ ცელოფანში, ძეხვის ფორმა მიეცით და შედეთ საყინულეში.
  2. ყურადღებით დაათვალიერეთ ფილე, თუ მყესები აქვს, მოაშორეთ, რომ კოტლეტმა შეწვისას ფორმა არ დაკარგოს.
  3. მოათავსეთ ფილეები შესაფუთ ცელოფნებს შორის და ფრთხილად დაბეგვეთ ცომის საბრტყელებელით, ისე, რომ არ გაიხეს.
  4. დაბეგვილ ხორცს მოაყარეთ მარილი და პილპილი. კიდეში მოათავსეთ მწვანილიანი კარაქი, და გადაახვიეთ როგორც ბლინები, ისე, რომ მიიღოთ ყველა მხრიდან დახურული კოტლეტი, რათა შიგთავსმა არ გამოჟონოს. 30 წუთით შედგით მაცივარში
  5. ათქვიფეთ ჯამში კვერცხი რძესთან ერთად. ცალკე ჯამში დაყარეთ ფქვილი, და მესამე ჯამში საფანელი.
  6. კარგად ამოავლეთ კოტლეტები ფქვილში და ჩამოფერთხეთ ზედმეტი.
  7. შემდეგ ამოავლეთ კვერცხში.
  8. შემდეგ ამოავლეთ საფანელში, კარგად ყველა მხრიდან, ზედმეტი ჩამოფერთხეთ. თუ კარგად არ მიეკრო საფანელი ხორცს, კიდევ ერთხელ ჩაუშვით კვერცხში და თავიდან ამოავლეთ საფანელში.
  9. კოტლეტები ისევ შედეთ მაცივარში 15-20 წუთით. ეს აუცილებელი ნაბიჯია, რათა საფანელი კარგად მიეკრას ფილეს და არ მოცილდეს შეწვისას.
  10. გააცხელეთ ქვაბში ზეთი 6-7 სმ-ზე. ჩაუშვით კოტლეტები ნაკეცით ქვემოთ და შეწვით ორივე მხრიდან, სანამ არ გაოქროსფერდება
  11. შემწვარი კოტლეტები შედგით 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. მიირთვით მომზადებისთანავე.

ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
ქათმის ფილე გაყინული
biobio.ge