biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ორგულა ფორშირებული კვერცხის სენდვიჩი
ორგულა ფორშირებული კვერცხის სენდვიჩი
ინგრედიენტები  
   
ორგულა კვერცხი 2ც
ღვინის ძმარი 5მლ
თონის პური 50გ
შებოლილი ორაგული 60გ
ჰოლანდიური სოუსი 40გ
ისპანახი 20გ
წითელი ხახვი 15გ
ავოკადო 25გ
ქინძის მიკრო მწვანილი 4გ
მარილი 8გ
კარაქი 70გ
კვერცხი 1ც
ლიმონი 6მლ
   
  • ქვაბში აადუღეთ წყალი, ადუღების შემდეგ დააატეთ მარილი, ძმარი, ცეცხლს დაუწიეთ, მოიმარჯვეთ ორგულიანი კვერცხი ქვაბში შექმენით სწრაფი მორევი ან იპოვეთ ყველაზე აქტიური დუღილის წერტილი და ჩაშვით კვერცხი, მოსამზადებლად წყალსი დააყოვნეთ 3-4 წთ-ის განმავლობაში.
    ერთიცალი კვერცხი კარგად ათქვიფეთ, პარალელურად ორთქლზე გაალღვეთ კარაქი და გააგრილეთ.
  • მოამზადეთ ქვაბში წყალი, კვერცხი გადაიტანეთ თერმოგამძლე ჯამში, რომელიც ქავაბზე მოზრდილი იქნება, დაიწყეთ ორთქლზე კვერცხის ტემპერატურის კონტროლით თქვეფა, ნელა სწრაფი მორევის პარალელურად შეიყვანეთ კარაქი თან აკონტროლეთ, რომ მასა არ მოიხარშოს, კარაქის შეყვანის შემდეგ ჭააწურეთ ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი გემოვნებით და გადმოდგით სითფოდან (სასურველია შეინახოთ თერმოსში, ძლებს 1 დღის განმავლობაში).
  • თონის პურის სასურველ ნაჭერს თხლად გადაუსვით კარაქი ერთი მხრიდან და ტაპაზე გახუხეთ.
  • გახუხულ პურს დაადეთ ისპანახი, სასურველ ზომებად და ფორმებად დაჭრილი ავოკადო, შებოლილი ორაგული, თხლად დაჭრილი წითელი ხახვი, დაადეთ ფორშირებული კვერცხი, მოასხით ჰოლანდიური სოუსი და გააფორმეთ ქინძის მიკრო მწვანილით.
  • სენდვიჩი გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელზე და გემრიელად მიირთვით.
biobio.ge