ინგრედიენტები |
|
|
|
ქათმის ფილე |
100გ |
ჩერი პამიდორი |
60გ |
ყაბაყი |
30გ |
ქართული თხილი |
10გ |
რომანო |
60გ |
აისბერგი |
40გ |
მაწონი |
20გ |
ნიორი |
6გ |
ლაიმი |
4გ |
ქინძი |
10გ |
გუდა |
15გ |
- ქათმის ფილე დაამუშავეთ და ჩადეთ მარილ წყალსი მინიმუმ 20 წთ-ის განმავლობაში.
- გარეცხეთ ბოსტნეული, სალათის ფოთლები და გააშრეთ.
- მაწონში შეურიეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ლიმონი და მარილი გემოვნებით, სოუსი მზად არის.
- ტაფა კარგად გაახურეთ, გახურებული ტაფის ზედაპირი ფუნჯით ან სამზარეულოს ქაღალდით დასვარეთ ზეთით და მოათავსეთ ქათმის ფილე მოაყარეთ მარილი, პილპილი გემოვნებით და შეწვით ორივე მხრიდან (მნიშვნელოვანია, რომ ქათამი არ გამოშრეს, გააჩერეთ ერთ მხარეს 2 წუთის განმავლობაში, ასევე მეორე მხარესაც 2 წუთის განმავლობაში და გადადგით ცეცხლიდან).
- სალათის ფოთლები გადაიტანეთ შესაბამისი ზომის ბოულში, შეურიეთ ცოტა სოუსი და გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელზე.
- სხვა ყველაინგრედიენტი სასურველი თანმიმდერობით მოატავსეთ ერთმანეთის მომდევნო რიგებად, ზემოდან დაადეთ სასურველი ზომის და ფორმის ბოსტნეული, ქართული თხილი, გუდა, ცოტა მაწვნის სოუსი და რა თქმა უნდა ქათმის ფილე.
სალათი მზად არის, გემრიელად მიირთვით.