biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
თბილი სალათი ქათმის ღვიძლით და გრეიპფრუტით

დაგჭირდებათ:

ქათმის ღვიძლი 400 გრამი
გრეიპფრუტი 1 ცალი 
მწვანე ხახვი 4 - 5 ღერო
სალათის ფოთოლი 
მწყრის კვერცხი 4 ცალი
მცენარეული ზეთი
ბალზამიკოს კრემი
მარილი
პილპილი
პაპრიკა - გემოვნებით

 

თბილი სალათი ქათმის ღვიძლით და გრეიპფრუტით

მომზადება:

ღვიძლი გარეცხეთ, დაჭერით  და გაასუფთავეთ ძარღვებისაგან

გრეიპფრუტი გაფცქვენით, ლებნებს გააცალეთ კანი

მწყრის კვერცხი მოხარშეთ, გაასუფთავეთ და შუაზე გაჭერით

მწვანე ხახვი დაჭერით ირიბად

სალათის ფოთლები  მოათავსეთ სასალათეში.

დააწყვეთ ზემოდან გრეიპფრუტის ნაჭრები

ღვიძლს მოაყარეთ მარილი, პილპილი,პაპრიკა და შეწვით ზეთში.

ცხელ - ცხელი ღვიძლი დაალაგეთ გრეიპფრუტის ლებნებს შორის

მოაყარეთ მწვანე ხახვი, დაადეთ დაჭრილი კვერცხი.

მოასხით ბალზამიკოს კრემი.

 


Notice: Undefined variable: product_query in /home/ovrobhtx/public_html/modules/recipes/includes/inner_part.php on line 62
ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
ნედლი ქათმის გულ-ღვიძლი
ქათმის გულ-ღვიძლი გაყინული
biobio.ge