biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათამი ჩირეულით/ჩირებით

დაგჭირდებათ:

ქათმის მოზრდილი ნაჭრები 4 - 5 ცალი

ფორთოხალი 1 ცალი

შავი ქლიავის ჩირი 10 ცალი

შტოშის ჩირი 3  ს.კ.

დაღერღილი წითელი წიწაკა 1 ჩ.კ.

ქათამი ჩირეულით/ჩირებით

მარინადისთვის: 

ყავისფერი შაქარი 1 სუფრის კოვზი

ნიორი 2 კბილი

ზეითუნის ზეთი 2 ს.კ.

მარილი/პილპილი

ბალზამიკოს ძმარი 1 ს.კ.

ფორთოხლის წვენი 1/2 ჭიქა

თაფლი 1  ს.კ. 

 

მარინადი მოასხით ქათამს.

ხორცს კარგად შეაზილეთ და შედგით მაცივარში, რამდენიმე საათით.

შეგიძლიათ დატოვოთ მთელი ღამეც.

ცხიმწასმულ ფორმაში მოათავსეთ ქათამი, შემოუწყვეთ ქლიავის ჩირი, მოასხით მარინადი და მოაყარეთ შტოშის ჩირი.

შეგიძლიათ გააფორმოთ ფორთოხლის ნაჭრებით და გამოაცხოთ ღუმელში (200 გრადუსზე, 30-35 წთ)


Notice: Undefined variable: product_query in /home/ovrobhtx/public_html/modules/recipes/includes/inner_part.php on line 62
biobio.ge