biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათმის ბულიონი

ნაზი, თეთრი ბულიონისგან ამზადებენ უგემრიელეს სოუსებსა და დიეტურ სუპებს, მათ შორის ბავშვებისთვის. ჩვეულებრივ მას არ უმატებენ გამოკვეთილად არომატულ სუნელებსა და წიწაკას, რათა არ გადაფარონ ბულიონის ნამდვილი გემო. 

ქათმის ბულიონი

ინგრედიენტები (6 ულუფა):

1.5 კგ საბულიონე ნაკრები (კისერი, ზურგი, შეგიძლიათ ფრთებიც გამოიყენოთ)

1 საშუალო ზომის ხახვი

1 საშუალო ღერო პრასი

1 მოზრდილი სტაფილო

1 საშუალო ძირი ოხრახუში

1 საშუალო ნიახურის ღერო

2-5 მარცვალი შავი წიწაკა

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესი:

 

  1. საბულიონე ნაკრები მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 3 ლიტრი ცივი წყალი და საშუალო ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე.
  2. სტაფილო და ოხრახუშის ძირი გაასუფთავეთ და მსხივალდ დაჭერით. ხახვი გაფრცქვენით და ოთხად გაჭერით. პრასი შუაზე გაჭერით, კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში და მსხვილად დაჭერით.
  3. როგორც კი ადუღდება ბულიონი ცეცხლს დაუწიეთ მინიმუმამდე და მოხადეთ ქაფი ქაფქირით ან ნახვრეტებიანი კოვზით.
  4. დაუმატეთ ხახვი, სტაფილო, ოხრახუშის ძირი და პრასი. ხარშეთ ბულიონი მინიმალურ ცეცხლზე 2-2.5 საათი. თავსახურს მჭიდროდ ნუ დააფარებთ, ნუ ადუღებთ ძალიან აქტიურად, დროდადრო მოხადეთ ქაფი.
  5. მომზადებამდე 30 წუთით ადრე დაუმატეთ ნიახური და  წიწაკის მთლიანი მარცვლები.
  6. მზა ბულიონი გადაწურეთ წვრილ საწურზე.
  7. თუ ბულიონის მირთმევას მაშინვე გეგმავთ, დაამარილეთ მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
ქათმის ფრთა გაყინული
biobio.ge