biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათამი პროვანსულად

ღვინო, ზეთისხილი, ბოსტნეული.. ეს ისეთი დამახასიათებელია პროვანსული კერძებისთვის. პროვანსული ქათამი, ხრაშუნა ბაგეტთან ერთად შესანიშნავი საზაფხულო ვახშამია, ხოლო თუ შესაბამის გარნირს მოვუმზადებთ, მაგალითად ღომს, უკვე ნამდვილი ზამთრის კერძი გამოგივათ, თბილი და ნოყიერი.

ქათამი პროვანსულად

ინგრედიენტები (6-8 ულუფა):

1 ქათამი 1.5 – 1.8 კგ

400 გრ. ქამა სოკო

6 საშუალო პომიდორი

1 დიდი ხახვი

100 გრ. ზეთისხილი

1-2 კბილი ნიორი

150 მლ მშრალი თეთრი ღვინო

ზეითუნის ზეთი “ექსტრა ვირჯინი”

ერთი კონა როზმარინის ფოთლები

1 ს/კ მშრალი ბეგქონდარა (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქონდრით)

½ ჩ/კ ცერეცოს/კამის თესლი

მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი

 

მომზადების წესი:

  1. დაჭერით ქათამი ულუფებად
  2. პომიდორი დასერეთ ჯვარედინად და 1 წუთით ჩადეთ მდუღარეში, შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი. მოაცალეთ კანი და ამოაცალეთ შიგთავსი, დაჭერით კუბებად.
  3. გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით ალყა-ალყა ან ნახევარწრეებად. ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ. ქამა სოკო გარეცხეთ, შეაშრეთ ხელსახოცით და დაჭერით თხელ ნაჭრებად.
  4. ღრმა ქვაბში გააცხელეთ ზეთი, შეწვით ქათმის ნაჭრები საშუალო ცეცხლზე გაყავისფრებამდე. გადმოიღეთ თეფშზე და დროებით გვერდზე გადადეთ.
  5. იმავე ქვაბში დარჩენილ ზეთში შეწვით ხახვი, ნიორი და ცერეცოს თესლი საშუალო ცეცხლზე. ხახვი რომ შეყავისფრდება დაუმატეთ პომიდორი. დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე და შუშეთ 5-7 წუთი. შეაზავეთ მარილით და პილპილით
  6. ჩაასხით ქვაბში ღვინო და 100 მლ წყალი, ჩაალაგეთ ქათმის ნაჭრები, დააფარეთ თავსახური და შუშეთ საშუალო ცეცხლზე 15 წუთი.
  7. შემდეგ დაამტეთ ზეთისხილი და როზმარინი , დაუწიეთ მინიმუმამდე ცეცხლს და შუშეთ თავდახურული 10-15 წუთი
  8. დაუმატეთ სოკო, კარგად ამოურიეთ და შუშეთ კიდევ 3-5 წუთი. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და მოაყარეთ ბეგქონდარა.

 

ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
გაყინული ქათამი
ნედლი ქათამი
biobio.ge