biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათამი ლიმონით და მწვანილებით

ამ კერძის მომზადებისას თქვენს სახლში როზმარინის, ნივრის, დაფნისა და ლიმონის საოცარი სურნელი იტრიალებს. მაგრამ მოთმინება გამოიჩინეთ და “დაასვენეთ” კერძი ღუმელიდან გამოღების შემდეგ 10 წუთით, ასე ის კიდევ უფრო გემრიელი გახდება!

ქათამი ლიმონით და მწვანილებით

ინგრედიენტები (4-6 ულუფა):

1 ქათამი 1.2 - 1.5 კგ

2 დიდი ლიმონი

3 ღერო როზმარინი

10 ფოთოლი შალფეი (მშრალი ფოთლები შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში შეიძინოთ)

3 ფოთოლი დაფნა

ზეითუნის ზეთი “ექსტრა ვირჯინი”

 

ნივრიანი საკმაზისთვის

5 დიდი კბილი ნიორი

7 ღერო ბეგქონდარა (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქონდრით)

1 ლიმონის ცედრა

მსხვილი მარილი

1.5-2 ს/კ ზეითუნის ზეთი “ექსტრა ვირჯინი”

 

მომზადების წესი:

  1. გაასუფთავეთ ნიორი. გახეხეთ 1 ლიმონის ცედრა. როზმარინს გააცალეთ ღერო. ლიმონი დაჭერით მრგვალად.
  2. მოამზადეთ ნივრის საკმაზი. ამისთვის დანაყეთ ნიორი მარილთან ერთად. წყვეთ-წვეთობით ჩაამატეთ სანაყში ზეითუნის ზეთი, თან გააგრძელეთ ნაყვა რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. დაუმატეთ ბეგქონდარას ფოთლები,და ცედრა და ამოურიეთ.
  3. ქათამს ააცილეთ კანი ფრთხილად ხელით ან დანის ბლაგვი პირით.
  4. ნივრის საკმაზი კანქვეშ წაუსვით, შემდეგ შიგნიდანაც ამოუსვით და დატოვეთ ქათამი 30 წუთით
  5. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე
  6. ქათამს გადაუსვით ზეითუნის ზეთი, მოათავსეთ შესაწვავ ფორმაში, ზემოდან დაადეთ შალფეის ფოთლები, როზმარინი და ლიმონის რგოლები. ჩაუდეთ დაფნის ფოთლები.
  7. შეწვით ქათამი დაახლოებით 90 წუთი, სანამ ბოლომდე არ მომზადდება.

 

ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
გაყინული ქათამი
ნედლი ქათამი
biobio.ge