biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ღუმელში ბოთლზე შებრაწული ქათამი

ალბათ იფიქრებთ რა უნდა იყოს განსაკუთრებული ბოთლზე შემწვარ ქათამში. მაგრამ რატომღაც სწორედ ბოთლზე გამოდის ქათამი ყველაზე გემრიელი, წვნიანი, და კრატუნა. მე გირჩევთ ბოთლში წყლის ნაცვლად ლუდი ჩაასხათ ეს ქათამს კიდევ დამატებით არომატს შესძენს!

ღუმელში ბოთლზე შებრაწული ქათამი

ინგრედიენტები (4-6 ულუფა):

1 ქათამი 2 კგ

200 მლ შავი ლუდი

1 ს/კ მუქი თაფლი

1 ს/კ მდოგვი

5-6 კბილი ნიორი

1 ს/კ როზმარინის ფოთლები ან 1 ჩ/კ ქინძი

1 ს/კ ზეითუნის ზეთი “ექსტრა ვირჯინი”

მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი

 

მომზადების წესი:

  1. მოამზადეთ ნახევარლიტრიანი შუშის ბოთლი განიერი ყელით (თუ ასეთი არ გაქვთ გამოიყენეთ ჩვეულებრივი ლუდის ბოთლი). საგულდაგულოდ გარეცხეთ ბოთლი, სრულიად მოაცილეთ ეტიკეტი და წებო.
  2. ჩაასხით ბოთლში ლუდი. ჩაყარეთ ნიორი და როზმარინი.
  3. აურიეთ ერთად მდოგვი, თაფლი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. წაუსვით ქათამს შიგნიდანაც და გარედანაც. მკერდთან გაჭერით კანი და ფრთები ჩაუდეთ “ჯიბეებში”
  4. დასვით ქათამი ბოთლზე. ღუმელში შედგით ღრმა ფორმა, მასზე მოათავსეთ ბოთლი ქათმით. ფორმაში ცოტა წყალი ჩაასხით, რომ ქათმისგან გამოსული ცხიმი არ მიეკრას და არ დაიწვას.
  5. ჩართეთ ღუმელი 180 გრადუსზე, როცა გაცხელდება აუწიეთ 200 გრადუსამდე და შებრაწეთ ქათამი 20-25 წუთით. შემდეგ დაუწიეთ 160 გრადუსამდე და კიდევ 40 წუთი წვით.
  6. მომზადებული ქათამი გამოიღეთ ღუმლიდან, ფრთხილად გამოაცალეთ ბოთლი და დაჭერით ულუფებად.

ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
გაყინული ქათამი
ნედლი ქათამი
biobio.ge