biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათამი ღვინოში

ქათამი წითელ ღვინოში! ნაზი და არომატული... მოუმზადეთ თქვენს საყვარელ ადამიანს ნამდვილი ევროპული კერძი! ეს საუკეთესო არჩევანია რომანტიული ვახშმისთვის... 

ქათამი ღვინოში

ინგრედიენტები (4 ულუფა):

1 ქათამი (1.3 კგ)

150 გრ შებოლილი შაშხი

4 ტოტი ბეგქონდარა (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქონდრით)

2 ფოთოლი დაფნა

1 ს/კ ზეთი

3 ს/კ კარაქი

2 ს/კ ფქვილი

0.5 ლ. წითელი ღვინო

200 გრ. ქამა სოკო

200 გრ. ხახვი „შალოტი“ (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ წითელი ხახვით)

მეოთხედი კონა ოხრახუში

მარილი და პილპილი

 

მომზადების წესი:

  1. ქათამი დაანაწევრეთ, ცივი წყალი გადაავლეთ და შეაშრეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. შაშხი დაჭერით  წვრილად. მწვანილები გარეცხეთ ცივ წყალში.
  2. ზეთი  და 1 კოვზი კარაქი გააცხელეთ კასეროლში. დაყარეთ შაშხი და ოდნავ მობრაწეთ. შაშხი ამოიღეთ და ქათმის ნაჭრები რიგ–რიგობით შებრაწეთ და ამოიღეთ. დარჩენილ ცხიმში ჩაყარეთ ფქვილი და ოდნავ შეწვით.
  3. დაუმატეთ ღვინო და წამოადუღეთ. შემდეგ ჩააწყვეთ ქათმის ნაჭრები დაუმატეთ დაფნა და ბეგქონდარა/ქონდარი და 25 წუთით დაბალ ცეცხლზე შუშეთ.
  4. გაასუფთავეთ  ხახვი. გაწმინდეთ სოკო. დარჩენილი კარაქი ტაფაზე გაადნეთ და მობრაწეთ სოკო ხახვთან ერთად 2–3 წუთით. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმზე და 10 წუთი შუშეთ. 
  5. დაუმატეთ შაშხი კარგად ამოურიეთ და ეს ყველაფერი დაუმატეთ ქათამს კასეროლში. შუშეთ დამატებით 25 წუთი. ბოლოს მოაყარეთ ოხრახუში.
ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
გაყინული ქათამი
biobio.ge