biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათმის შნიცელი არაჟნის სოუსით

წვნიანი, ნაზი, ოქროსფერი - ზუსტად ასეთი უნდა იყოს იდეალური შნიცელი. მე გთავაზობთ, რომ კვერცხში ჩაუმატოთ მდოგვი, ასე შნიცელი კიდევ უფრო არომატული გამოვა!

ქათმის შნიცელი არაჟნის სოუსით

ინგრედიენტები (4 ულუფა):

600 გრ. ქათმის მკერდის ფილე

2 ს/კ  ფქვილი

2 კვერცხი

1 ჩ/კ მდოგვი

100 გრ. საფანელი

3 ს/კ ერბო შესაწვავად

მარილი, პილპილი

არაჟნის სოუსი

2 მჟავე კიტრი

1 შეკვრა ახალი (მწვანე) ხახვი

2 ს/კ კაპარი (მწნილის სახით იყიდება სუპერმარკეტებში)

ნახევარი ლიმონი

200 გრ. არაჟანი

მარილი, პილპილი

 

 

მომზადების წესი:

  1. მოამზადეთ სოუსი. ამისთვის მჟავე კიტრი, ხახვი  და კაპარი დაჭერით წვრილად. ლიმონი ცხელი წყლით გარეცხეთ და ცედრა გახეხეთ. დაუმატეთ არაჟანი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და კარგად ამოურიეთ.
  2. შემდეგ ქათმის ფილე ცივი წყლით გარეცხეთ, გააშრეთ და 1 სმ. სისქის ნაჭრებaდ დაჭერით.
  3. ერთ თეფშზე აურიეთ ფქვილი, მარილი და პილპილი, მეორე ღრმა თეფშში ათქვიფეთ კვერცხი მდოგვთან ერთად, ხოლო მესამე თეფშზე დაყარეთ საფანელი.
  4. ქათმის ნაჭრები ჯერ ფქვილში ამოავლეთ, შემდეგ კვერცხში და შემდეგ საფანელში.
  5. ტაფაზე გააცხელეთ ერბო და შეწვით ქათმის ნაჭრები საშუალო ცეცხლზე, სანამ გაოქროსფერდება, დაახლოებით 3 წუთით თითო მხრიდან.
  6. მზა შნიცელი ამოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმი შეაშრეს, და მიიტანეთ სუფრასთან არაჟნის სოუსთან ერთად.

ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
ქათმის ფილე გაყინული
biobio.ge