biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რა არის ახალი?
ფარშის დამზადება
02.05
2016

კომპანია "ჩირინამ" დაიწყო ფრინველის ხორცის ფარშის წარმოება, რომელიც მზადდება ახალი ხორცისგან. მისი ფერის კონსისტენცია, გემო და ქიმიურ-ფიზიკური შემადგენლობა (ტენიანობა, ცილები, ცხიმები) სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს. ახალი ფარში მომხმარებელს მიეწოდება იმავე დღეს შეციებული სახით. ქათმის ფარში მედიკოსთა რეკომენდაციით ფართოდ გამოიყენება ბავშვების, მოხუცებისა და ავადმყოფების კვებაში. ასევე აპრობირებულია დიეტოლოგების მიერ, რადგან ფრინველის ფარში მდიდარია ცილებით (17-18%), ვიტამინებით, მაკრო/მიკრო, ელემენტებით, ნაკლები ცხიმიანობითა და კალორიულობით (143 კკალ). 

biobio.ge