biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათმის ფილე პორტვეინის სოუსში

ტკბილი პორტვეინი და ნაზი ფილე საუკეთესო კომინაციაა სუსხიანი საღამოს ვახშმისთვის!

ქათმის ფილე პორტვეინის სოუსში

ინგრედიენტები (4 ულუფა)

4 ცალი ქათმის მკერდის ფილე (თითო 200 გრამამდე)

მარილი და შავი წიწაკა

2 ს/კ ზეითუნის ზეთი

 

სოუსისთვის

1 შალოტი ხახვი

1 კბილი ნიორი

1 ს/კ ფქვილი

1 ჭიქა პორტვეინი

1,5 ჭიქა ქათმის ბულიონი

1 ს/კ ქორფა ოხრახუში 

2 ს/კ კარაქი

მომზადების წესი:

  1. შეკმაზეთ ქათმის ფილეები მარილით და პილპილით. ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი საშუალო-მაღალ ცეცხლზე, და რომ გაცხელდება დაალაგეთ ქათმის ნაჭრები კანით ქვემოთ და შებრაწეთ 5 წუთით თითო მხარეს, ანუ სანამ მომზადდება. გადაიტანეთ თეფშზე და დაასვენეთ სანამ სოუსს მოამზადებთ.
  2. შალოტი ხახვი წვრილად დაჭერით ხოლო ნიორი დაჭყლიტეთ. ხახვი და მწიკვი მარილი მოათავსეთ ტაფაზე, დაუწიეთ ცეცხლს საშუალო-დაბალზე და დაუმატეთ  ნიორი და ფქვილი. მოამზადეთ 3 წუთის მანძილზე, მუდმივად ურიეთ.
  3. ფრთხილად ჩაასხით ღვინო, ცეცხლს აუწიეთ მაღალზე, და შუშეთ 2 წუთი, დაასხით ბულიონი და კიდევ შუშეთ სანამ სოუსი გასქელდება, ანუ 3-4 წუთი.
  4. დაუწიეთ ცეცხლს და ჩააბრუნეთ ქათამი სოუსში. კარგად ამოავლეთ ქათამი სოუსში და დატოვეთ ცეცლხზე სანამ გაცხელდება, რამდენიმე წუთით.
  5. გადაიტანეთ ფილეები თეფშებზე. დაჭერით ოხრახუში წვრილად ხოლო კარაქი კუბებად. გამორთულ ცეცხლზე ტაფაში ჩაამატეთ ოხრახუში და კარაქი და ათქვიფეთ სანამ ერთიან სოუსად იქცევა. შემდეგ შეკმაზეთ მარილითა და წიწაკით თუ საჭიროა და მოასხით ქათმის ფილეებს. მიირთვით ცხელი.
ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
ქათმის ფილე გაყინული
biobio.ge