biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათმის ფილე ლორით

ლორი, ჩერი პომიდორი, ლობიო, როზმარინი - იმდენი გემრიელი რამ შევკრიბეთ ამ რეცეპტში თქვენთვის, რომ არ შეიძლება ქათმის მკერდის ფილეთი არ აღფრთოვანდეთ! ფოლგის წყალობით კი ხორცი რბილი და წვნიანი დარჩება!

ქათმის ფილე ლორით

ინგრედიენტები (2 ულუფა)

2 ცალი ფილე (თითო 180-200 გრამი)

400 გრამი კონსერვის თეთრი ლობიო

1 ღერო პრასა (თეთრი ნაწილი)

6-8 ჩერი პომიდორი

4-6 ნაჭერი ლორი (ან კარგი ხარისხის “ხორციანი” ბეკონი)

2 ღერი  როზმარინი (ან 1 ჩ/კ ხმელი როზმარინი)

ზეითუნის ზეთი “ექსტრა ვირჯინი”

მარილი, ახლადდაფქული შავი პილპილი

 

მომზადების წესი:

  1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე
  2. აიღეთ ფოლგის ორი ნაჭერი 20 სმ სიგრძის. დაადეთ ერთი მეორეზე, გაკეცეთ შუაზე, ორივე მხრიდან ამოუკეცეთ გვერდები. უნდა გამოგივიდეთ ფოლგის პაკეტი. გააკეთეთ კიდევ ერთი ასეთი პაკეტი.
  3. პრასი სიგრზეზე გაჭერით და კარგად გარეცხეთ, შეაშრეთ და წვრილად დაჭერით. პომიდვრები შუაზე გაჭერით, ლობიოს გადაავლეთ წყალი და დაწურეთ
  4. გააცხელეთ ტაფაზე ზეთი და შებრაწეთ პრასი სანამ გამჭვირვალე არ გახდება, დაახლოებით 5 წუთი
  5. დაუმატეთ პრასს პომიდორი და ლობიო. ამოურიეთ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა და გადმოდგით ცეცხლიდან
  6. გაახვიეთ მკერდის ფილეები ლორში ან ბეკონში
  7. თითოეულ პაკეტში გადაანაწილეთ პომიდორი და ლობიო, თითო ფილე და როზმარინი. სურვილისამებრ დაუმატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი. ორივე პაკეტს კარგად მოუკარით თავი, რომ წვენი არ გამოვიდეს და მოათავსეთ ღუმელის ტაფაზე
  8. შედგით გახურებულ ღუმელში და ბრაწეთ დაახლოებით 20 წუთი. მიირთვით მაშინვე
ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
ქათმის ფილე გაყინული
biobio.ge