biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათმის კისრები საფანელში

ალბათ ვერც წარმოიდგენდით ქათმის კისრების ასეთ გამოყენებას! ეს ერთი შეხედვით უცნაური ექსპერიმენტი ნამდვილად გაამართლებს თქვენს მოლოდინს! ნედლი ქათმის კისრები შეგიძლიათ ჩვენს ჯიხურებში შეიძინოთ.

ქათმის კისრები საფანელში

ინგრედიენტები (2 ულუფა)

1 კგ კისერი

400 მლ რძე

2 ჭიქა ფქვილი

1 ჩაის კოვზი ორეგანო

1 ჩ/კ კოვზი ნივრის ფხვნილი

1 ჩ/კ ხახვის ფხვნილი

½ ჩ/კ მწარე წითელი წიწაკა (ჩილი)

1 ჩ/კ შავი პილპილი

2 ჩ/კ მარილი

2 ს/კ პაპრიკა

2 კვერცხი

ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

  1. კისრებს სურვილისამებრ გააცალეთ კანი, დაასხით ნახევარი რძე და შედგით მაცივარში 2 საათით.
  2. ჯამში აურიეთ ფქვილი და სუნელები
  3. მეორე ჯამში გათქვიფეთ კვერცხი და დარჩენილი რძე
  4. კისრები გამოიღეთ მაცივრიდან და მოათავსეთ რძისა და კვერცხის მასაში
  5. პარალელურად ქვაბში ჩაასხით ზეთი ისე, რომ კისრებს რომ ჩააწყობთ დაფაროს, და დადგით საშუალო ცეცხლზე რომ ზეთი გახურდეს. ამასთან ერთად გაახურეთ ღუმელი 120 გრადუსზე. (ღუმელის ტაფას დააფარეთ საცხობი ქაღალდი)
  6. კისრები ამოიღეთ რძისა და კვერცხის მიქსტურიდან და ამოავლეთ ფქვილიან მასაში. სურვილისამებრ შეგიძლიათ ეს პროცედურა გაიმეოროთ (კისრები თავიდან მოათავსოთ რძესა და კვერცხში და შემდეგ ფქვილში). ჩამოფერთხეთ ზედმეტი ფქვილი.
  7. ცხელ ზეთში (სასურველია გამოიყენოთ თერმომეტრი, ზეთის ტემპერატურა უნდა იყოს 180 გრადუსი) ფრთხილად მოათავსეთ კისრები (ერთდროულად ყველას ნუ შეწვავთ, ნაჭრებს შორის უნდა იყოს სივრცე)
  8. ბრაწეთ სანამ კარგად გაყავისფრდება, დაახლოებით 5 წუთი. შემდეგ გადაიტანეთ სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს. ამის შემდეგ გადაიტანეთ ღუმელის ტაფაზე და შედგით ღუმელში, რომ თბილად იყოს სანამ ყველა კისერს შებრაწავთ.
  9. გააფორმეთ ლიმონის ნაჭრებითა და მწვანე ხახვით, მიირთვით ცხელი.
biobio.ge