biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ღუმელში გამომცხვარი კისრები

თქვენი ოჯახის მამაკაცები აუცილებლად დააფასებენ ამ არაჩვეულებრივ კერძს, რადგან ის საუცხოოა ლუდზე მისაყოლებლად! 

ღუმელში გამომცხვარი კისრები

ინგრედიენტები (2 ულუფა)

1 კგ კისერი

3 კბილი ნიორი

2 სმ ნედლი კოჭა (ჯანჯაფილი)

½ ჭიქა პომიდვრის წვენი

½ კარგი კეტჩუპი

¼ ჩ/კ შაქარი

4 ს/კ ღვინის ძმარი

¼ ჩ/კ დაფქული ძირა

¼ ქარის სუნელი

2 ს/კ ზეითუნის ზეთი

ტობასკოს სოუსის რამოდენიმე წვეთი

მარილი და ახლადდაფქული პილპილი

მომზადების წესი:

  1. მარინადისთვის წვრილად გახეხეთ ნიორი და კოჭა
  2. შაქარი გახსენით ძმარში. აურიეთ ტომატის წვენი და კეტჩუპი, დაუმატეთ შაქრიანი ძმარი და ყვლა ინგრედიენტი კისრების გარდა. ტობასკოს რაოდენობა იმის მიხედვით განსაზღვრეთ რამდენად ცხარე გსურთ გამოვიდეს მარინადი.
  3. ჩაასხით მარინადი ჰერმეტულ კონტეინერში ან პაკეტში (ჰერმეტული შესაკრავით), ჩააწყვეთ კისრები და კარგად აურიეთ, რომ მარინადით მთლიანად დაიფაროს კისრები. დატოვეთ 1 საათით.
  4. გაახურეთ ღუმელი 220გრადუსზე, ღუმელის ტაფაზე მოათავსეთ საცხობი ქაღალდი და მოუსვით ზეთი სილიკონის ფუნჯით.
  5. ამოიღეთ კისრები მარინადიდან, მოათავსეთ ტაფაზე და აცხვეთ 20-15 წუთი. დროდადრო გადააბრუნეთ და წაუსვით მარინადი.
  6. სუფრასთან მიიტანეთ ცხელი
biobio.ge