biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათმის კოტლეტი

ქათმის კოტლეტი ახლა კიდევ უფრო მარტივი მოსამზადებელია, რადგან გამზადებული ფარში შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს ჯიხურებში!

ქათმის კოტლეტი

ინგრედიენტები (6 ულუფა)

1კგ ფარშირებული ქათმის ხორცი

4-5 ნაწერი თეთრი პური

½ ჭიქ რძე

2 ს/კ მაღალცხიმიანი ნაღები

2 კვერცხი

70 გრამი კარაქი

1 ჭიქა საფანელი

ერბო

მარილი და პილპილი

მომზადების წესი:​

  1. ქათმის ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში
  2. პური ჩაალბეთ რძეში და გაწურეთ
  3. პური დაუმატეთ ფარშს, იქვე დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ნაღები. კარგად ამოურიეთ, ჩააყარეთ მარილი და პილპილი. კიდევ ერთხელ ამოურიეთ. ფარში უნდა იყოს რბილი, მაგრამ წვენი არ უნდა გასდიოდეს, რომ კატლეტის ფორმა მიიღოს
  4. ჯამში გათქვიფეთ კვერცხი, ცალკე თეფშზე დაყარეთ საფანელი
  5. ფარში გაყავით რამდენიმე ნაწილად და სველი ხელით მიეცით ოვალური კატლეტების ფორმა.
  6. ამოავლეთ კატლეტები კვერცხში, შემდეგ საფანელში.
  7. გააცხელეთ ტაფაზე ერბო 1 სმ სიმაღლეზე, და ყველა მხრიდან შეწვით კატლეტი საშუალო ცეცხლზე გაოქროსფერებამდე.
  8. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს, დააფარეთ ტაფას თავზე და კიდევ 5-7 წუთი წვით.
biobio.ge