biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათმის პაპრიკაში

პაპრიკაში - უნგრული სამზარეულოს კლასიკაა. მისი აუცილებელი ინგრედიენტებია პაპრიკა (დაფქული ტკბილი წითელი წიწაკა), არაჟანი და ცხარე წიწაკა.

ქათმის პაპრიკაში

ინგრედიენტები (6 ულუფა):

1 ქათამი - 1.5- 1.8 კგ

1 დიდი თავი ხახვი

3 ცალი საშუალო წითელი ტკბილი წიწაკა

3 ცალი საშუალო პომიდორი

1 კონა ოხრახუში

400 გრამი მაღალი ხარისხის ცხიმიანი არაჟანი

2-3 ს/კ  კარაქი

2 ს/კ ფქვილი

2 ს/კ დაფქვილი ტკბილი პაპრიკა

მწიკვი დაფქული ცხარე წითელი წიწაკა

მარილი გემოვნებით

 

მოხარშული ბრინჯი, ან კარტოფილი გარნირად

 

მომზადების წესი:

  1. დაანაწევრეთ ქათამი პორციებად
  2. ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. ტკბილ წიწაკას გამოაცალეთ თესლი, დაჭერით მოგრძო ჩხირებად, პომიდორი დაჭერით მრგვალად. ოხრახუში დაჭერით წვრილად
  3. სოუსის ქვაბში გააცხელეთ ცხიმი, შებრაწეთ ხახვი საშუალო ცეცხლე გაოქროსფერებამდე.
  4. დაუმატეთ ხახვს ქათმის ნაჭრები, აუწიეთ ცეცხლს და ოდნავ შებრაწეთ ქათამი.
  5. დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე, მოაყარეთ პაპრიკას ფხვნილი, ამოურიეთ. შემდეგ დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალი ან ბულიონი და მოაყარეთ მარილი. დააფარეთ თავზე და შუშეთ 10 წუთი.
  6. დაუმატეთ ქვაბში ტკბილი წიწაკა და პომიდორი , ამოურიეთ და შუშეთ კიდევ 10 წუთი
  7. არაჟანში კარგად აურიეთ ფქვილი. ამისთვის არაჟანში ნელნელა ჩაყარეთ ფქვილი და გამუდმებით თქვიფეთ ჩანგლით ან სათქვეფით
  8. დაუმატეთ არაჟანი ხორცს. კარგად ამოურიეთ, და მინიმალურ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი შუშეთ.
  9. ხორცი რომ მომზადდება ჩააყარეთ დაფქული  წითელი წიწაკა
  10. კერძი გააფორმეთ ოხრახუშის ფოთლებით და სუფრასთან მიიტანეთ ბრინჯის, ან კარტოფილის გარნირთან ერთად

 

ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
გაყინული ქათამი
ნედლი ქათამი
biobio.ge