biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
კომბინირებული საკვების ქარხანა

კომპანია „ჩირინას“ აქვს საკუთარი კომბინირებული საკვების ქარხანა, სადაც ქართული ნედლეულისგან მზადდება სრულფასოვანი, გრანულირებული, კომბინირებული საკვები. საკვები ბაზარზე „კვებეკო“-ს ბრენდის  სახელით იყიდება.

ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზით და აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. თანამედროვე ლაბორატორიაში  როგორც ნედლეულის, ასევე მზა საკვების ხარისხი კონტროლდება.

კომბინირებული, გრანულირებული საკვების უმთავრესი უპირატესობა ისაა, რომ გრანულირებისას საკვებში მცირდება ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების მოქმედება, საკვები 100%-ით თავისუფლდება სალმონელას ბაქტერიისგან და შედეგად - სრულიად ჯანსაღ, უსაფრთხო საკვებს ვიღებთ.

ქარხანა საკვებს ამზადებს როგორც ფინველისთვის, ისე სასოფლო სამეურნეო ცხოველებისთვისაც. კომბინირებული საკვები მზადდება ყოველგვარი ჰორმონული და გენმოდიფიცირებული დანამატების გარეშე.

საქართველოში პირველი კომბინირებული საკვების ქარხანა ჩვენს პარტნიორთან ესპანურ კომპანია ROSAL-თან ერთად ავაშენეთ. ROSAL -მა ქარხანა სრულად აღჭურვა და სისტემურად უზრუნველყო. ROSAL-ი უკვე 50 წელია საკვების ქარხნების მშენებლობასა და აღჭურვაში სპეციალიზდება. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტი კლიენტი ჰყავს.

კომბინირებული საკვების ქარხანა

biobio.ge