ქართულ ყანებში მოყვანილი ნედლეული ჩვენს თანამედროვე საშრობ ქარხანაში შრება. უპირველეს ყოვლისა მოწმდება ნედლეულის ხარისხი. ლაბორატორიულად მოწმდება ნედლეულის ქიმიური შემადგენლობა და მიკოტოქსინების შემცველობა. ნედლეული მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება, თუკი წარმატებით გაივლის ლაბორატორიულ შემოწმებას.
ამის შემდგომ, მარცვლეული გადადის საშრობში, სადაც ის ტენიანობის სასურველ მაჩვენებლამდე გამოშრება. გამშრალი ნედლეული გადადის სასაწყობე სილოსებში, სადაც ნედლეულის შენახვის პირობების დაცვის მიზნით, მისი მუდმივი, 24-საათიანი, მონიტორინგი მიმდინარეობს.
საკუთარი მარცვლეულის გარდა, „ჩირინა“ სხვა ქართველ ფერმერებსაც ემსახურება. მათ შეუძლიათ როგორც ლაბორატორიის, ასევე საშრობისა და საწყობის მომსახურებით ისარგებლონ.
საქართველოში ყველაზე მასშტაბური საშრობი და სასაწყობე კომპლექსი „ჩირინამ“ ბრიტანელ პარტნიორთან კომპანია Chief Industries-თან ერთად ააშენა.
Chief Industries უკვე 40 წელია აგროინდუსტრიულ სამშენებლო სექტორში მოღვაწეობს და მსოფლიოში მარცვლეულის საშრობი და შესანახი კომპლექსების მშენებლობაში დღეს ის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.