biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
ჩვენი ინკუბატორი

ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობაა თანამედროვე ინკუბატორი. მიკროკლიმატის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგიების,  ასევე ტემპერატურული და ტენიანობის რეჟიმის კონტროლის სპეციალური სისტემის მეშვეობით, ინკუბატორში  წიწილის ემბრიონის განვითარებისთვის  საუკეთესო პირობებია შექმნილი.

ინკუბატორი „ჩირინამ“ ჰოლანდიურ პარტნიორ კომპანია Hatchtech-თან ერთად ააშენა და სრულად აღჭურვა. კომპანია Hatchtech-ს შექმნილი აქვს ინკუბატორის მიკროკლიმატის კონტროლის ინოვაციური სისტემა, რისი წყალობითაც ბოლო 20 წლის მანძილზე ის მსოფლიოში ლიდერი კომპანია გახდა ინკუბატორების აღჭურვილობის ბაზარზე.

ჩვენი ფერმები

ბიუბიუ-ს ქათმები თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ფერმებში იზრდება. აქ ყველა პირობაა  შექმნილი იმისთვის, რომ ფრინველი ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს.

ჩვენს ფერმერულ კომპლექსში განთავსებული სადედე, სარემონტო მოზარდისა და ბროილერის ფერმები.

ფერმები მაქსიმალურად ავტომატიზებულია. ქათმებს საკვები და სასმელი ავტომატურად მიეწოდება, რაც უზრუნველყოფს საკვების საჭირო რაოდენობით მიწოდებას,  კვების რეჟიმის დაცვას  და ასევე ფრინველის დაცვას გარედან დაბინძურებისგან. ადამიანთან მინიმალური კონტაქტი   ფრინველს იცავს სხვადასხვა დაავადებისგან.

„ჩირინამ“ ფერმები ორ პარტნიორ კომპანიასთან ერთად ააშენა.  ისრაელის ლიდერ კომპანია AgroTop-თან ერთად დაიგეგმა და აშენდა სადედე, სარემონტო, მოზარდისა და ბროილერის ფერმები.

ფერმების შიდა აღჭურვილობა და ავტომატიზებული სისტემის გამართვა ჩვენმა პარტნიორმა Big Dutchman-მა უზრუნველყო.

ჰოლანდიურ-ამერიკულ კომპანია Big Dutchman-ს  75-წლიანი გამოცდილება აქვს მეფრინველეობის ინდუსტრიაში. დღეს კომპანია მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე ასზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და საფრინველე სახლების აღჭურვილობასა და საკვების მართვის სისტემების მიმართულებაში ლიდერად ითვლება.

biobio.ge