ბიუბიუ-ს ქათმები თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ფერმებში იზრდება. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ფრინველი ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს.
ჩვენს ფერმერულ კომპლექსში განთავსებული სადედე, სარემონტო მოზარდისა და ბროილერის ფერმები.
ფერმები მაქსიმალურად ავტომატიზებულია. ქათმებს საკვები და სასმელი ავტომატურად მიეწოდება, რაც უზრუნველყოფს საკვების საჭირო რაოდენობით მიწოდებას, კვების რეჟიმის დაცვას და ასევე ფრინველის დაცვას გარედან დაბინძურებისგან. ადამიანთან მინიმალური კონტაქტი ფრინველს იცავს სხვადასხვა დაავადებისგან.
„ჩირინამ“ ფერმები ორ პარტნიორ კომპანიასთან ერთად ააშენა. ისრაელის ლიდერ კომპანია AgroTop-თან ერთად დაიგეგმა და აშენდა სადედე, სარემონტო, მოზარდისა და ბროილერის ფერმები.
ფერმების შიდა აღჭურვილობა და ავტომატიზებული სისტემის გამართვა ჩვენმა პარტნიორმა Big Dutchman-მა უზრუნველყო.
ჰოლანდიურ-ამერიკულ კომპანია Big Dutchman-ს 75-წლიანი გამოცდილება აქვს მეფრინველეობის ინდუსტრიაში. დღეს კომპანია მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე ასზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და საფრინველე სახლების აღჭურვილობასა და საკვების მართვის სისტემების მიმართულებაში ლიდერად ითვლება.
ბიუ ბიუს მეფრინველეობის ფერმები.