ბიუ-ბიუ თქვენს სახლში სოფლის მონატრებულ სურნელს დააბრუნებს, გაგახსენებთ როგორ გიმზადებდათ საყვარელი ბებია უგემრიელეს შებრაწულ ქათამს, და როგორ მოუთმენლად ელოდით სუფრასთან ოჯახის ყველა წევრი!
"ბიუ-ბიუ" ქართულ სოფლებში ქათმის მოძახილია. დიასახლისები ამ სიტყვით მოიხმობენ შინაურ ფრინველს საჭმელად.
ქართულ მიწაზე მოყვანილი მარცვლეულით - სიმინდით და ხორბლით ნაკვებ ბიუ-ბიუს ქათმებს ჯანსაღი სოფლის ქათმის გემო აქვთ. გემო, რომელიც ასე მოგენატრათ..