biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათმის ფილე გოგრის სოუსით

ეს რეცეპტი დაგარწუნებთ, რომ ქათმის ფილე შეიძლება ისე მოიხარშოს, რომ წვნიანი და ნაზი დარჩეს... გოგრის სოუსი კი ისეთი პიკანტურია და თანაც სასარგებლო, რომ აუცილებლად მოგეწონებათ!

 

ქათმის ფილე გოგრის სოუსით

ინგრედიენტები (2 ულუფა):

2 ცალი მკერდის ფილე

1 პატარა ხახვი

3-4 სმ კოჭა (ჯანჯაფილი)

4 მარცვალი შავი პილპილი

მარილი

 

გოგრის სოუსი

300 გრამი გოგრა

1 ხახვი შალოტი

1 კბილი ნიორი

2 სმ კოჭა(ჯანჯაფილი)

როზმარინის მცირე ღერო

50 მლ. მაღალცხიმიანი ნაღები

კარაქი

50 მლ. მშრალი თეთრი ღვინო

დანის წვერით ცხარე წითელი წიწაკა

მარილი

 

მომზადების წესი:

  1. გაასუფთავეთ გოგრა, ხახვი და ნიორი. გოგრა და ხახვი კუბებად დაჭერით, ნიორი დაჭყლიტეთ
  2. კარაქი გააცხელეთ ტაფაზე და შებრაწეთ ხახვი, საშუალო ცეცხლზე 3 წუთით. დაუმატეთ გოგრა, ნიორი, როზმარინი, კოჭა(ჯანჯაფილი) და ცხარე წიწაკა.ამოურიეთ და შუშეთ 5-7 წუთი
  3. შემდეგ დაასხით ღვინო, მოაყარეთ მარილი, დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე, თავზე დააფარეთ და შუშეთ 10 წუთი
  4. ამოიღეთ როზმარინის ღერო და გათქვიფეთ გოგრის მასა ნაღებთან ერთად ბლენდერში
  5. შალოტი ხახვი გაყავით 4 ნაწილად, კოჭა გაასუფთავეთ და მსხვილად დაჭერით
  6. ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი, ჩადეთ ქვაბში და დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ დაფაროს. საშუალო ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე. როგორც კი ადუღდება ქაფი მოხადეთ, დაუმატეთ ხახვი შალოტი, კოჭა და შავი პილპილის მარცლები. დაახურეთ ქვაბს თავზე და მინიმალურ ცეცხლზე ხარშეთ 2 წუთი.
  7. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და დატოვეთ 15 წუთი, თავსახური არ მოხადოთ.
  8. ამოიღეთ ფილე ბულიონიდან და მაშინვე ჩადეთ ყინულიანი წყლით სავსე ჯამში. როცა გაცივდება ამოიღეთ, შეაშრეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად.
  9. მიირთვით გოგრის სოუსთან ერთად!

 

ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
ქათმის ფილე გაყინული
biobio.ge