biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათამი მდოგვის და ნაღების სოუსში

ალბათ ვერც კი წარმოდიგენთ ისეთი მარტივია ამ კერძის მომზადება, შედეგით კი თქვენი სტუმრები ნამდვილად გაოცდებიან! მდოგვის არომატი საოცრად უხდება ნაზად შებრაწულ ქათმის ფილეს!

ქათამი მდოგვის და ნაღების სოუსში

ინგრედიენტები (4 ულუფა)

4 ქათმის ფილე მსუბუქად დაბეგვილი (1,5 სმ სისქეზე)

1 ს/კ კარაქი

1 ს/კ ზეითუნის ზეთი

მარილი და ახლადდაფქული შავი წიწაკა

½ ჭიქა ქათმის ბულიონი

2/3 ჭიქა მაღალცხიმიანი ნაღები (35%+)

2 ს/კ მდოგვი

2 ს/კ ქორფა ოხრახუში, წვრილად დაჭრილი.

მომზადების წესი:

  1. ტაფაზე გააცხელეთ კარაქი და ზეთი, საშუალო-მაღალ ცეცხლზე. ქათმის ფილე კარგად შეკმაზეთ მარილით და შავი წიწაკით, და 5 წუთით შებრაწეთ თითო მხარეს. ბოლომდე რომ შეიწვება გადმოიტანეთ თეფშზე, დააფარეთ ალუმინის ფურცელი.
  2. დაასხით ტაფაზე ქათმის ბულიონი, დაუმატეთ ნაღები, მდოგვი და ოხრახუში. დაახლოებით 3 წუთი ურიეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ სოუსი გასქელდება. მოასხით სოუსი ქათამს და მიირთვით თბილი.
     

 

ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
ქათმის ფილე გაყინული
biobio.ge