biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათმის პოპკორნი
ქათმის პოპკორნი
ქათმის პოპკორნი                         რანჩ სოუსი  
           
ქათმის ფილე 200გ     კვერცხი 2ც
პანკო 400გ     მზესუმზირის ზეთი 50მლ
კვერცხი 2ც     მდოგვი 20გ
ფქვილი 400გ     ლიმონი 8მლ
მარილი 8გ     არაჟანი 30გ
პილპილი 6გ     კამა 10გ
პაპრიკა 10გ     მარილი 6გ
ნიორის პუდრა 8გ     ნივრის პუდრა 6გ
მზესუმზირის ზეთი 500მლ        

 

ქათმის პოპკორნი

  • ქათმის ფილე დაჭერით პატარა კუბებად.
  • მოამზადეთ სამი ჯამი, ერთში მოათავსეთ კვერცხი (4გ მარილი, 3გ პილპილი, 5გ პაპრიკა, 4 გ ნიორის ფხვნილი), მეორეში პანკო და მესმეში ფქვილი (ფქვილში შეურიეთ დარჩენილი სუნელები).
  • გაუკეთეთ კუბებად დაჭრილ ქათმის ფილეს პანირება თანმიმდევრულად (ფქვილი, კვერცხი, ფქვილი, კვერცხი, პანკო).
  • ქვაბში ჩაასხით ზეთი, გააცხელეთ 160 გრადუსზე და ჩაუშვით გამზადებული ქათმის პოპკორნი 6-7 წუთის განმავლობაში.
  • მომზადების დასრულების შემდეგ, დასერვირებამდე გადაიტანეთ ქაღალდზე, რომ ზედმეტი ზეთი მოშორდეს.

 

რანჩ სოუსი

  • კვერცხის გული 3გ მარილთან, მდოგვთან და ლიმონის წვენთან ერთად ათქვიფეთ.
  • კვერცხის მასა გადაიტანეთ მაღალ ჭურჭელში და ბლენდერის სწრაფი მორევის პარალელურად ნელ-ნელა შეიყვანეთ ზეთი კარგად შესქელებამდე.
  • მაიონეზის მასა გადაიტანეთ ჯამში, შეურიეთ არაჟანი, ნივრის პუდრა და დაკეპილი კამა.

 

  • სოუსი და ქათმის პოპკორნი მოათავსეთ სასურველ ჭურჭელში, გემრიელად მიირთვით.
ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
ნედლი ქათმის ფილე
ქათმის ფილე გაყინული
biobio.ge